კიევი – ბათუმი ბიზნეს ფორუმი

    0 3340

    ამ წუთებში უკრაინაში, ქ. კიევში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, კიევი-ბათუმის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს.
    ფორუმის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს გენადი ჩიჟიკოვს ხვდება.

    მინისტრი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, საინვესტიციო ტურის ფარგლებში, პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს მართავს. ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენლები უცხოელ პარტნიორებს საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალსა და საპრივატიზაციო ობიექტებს გააცნობენ.

    შეხვედრის დროს უკრაინულ მხარეს რეგიონის წამყვან სექტორებში არსებულ მდგომარეობაზეც მიეწოდება ინფორმაცია.
    კიევი-ბათუმის ბიზნეს ფორუმს ქ. კიევში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი დემურ დიასამიძე და დეპარტამენტის წარმომადგენელი ესწრებიან.
    ფორუმში მონაწილეობას ასევე აჭარაში სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც ღებულობენ. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.

    კომენტარი არ არის

    დატოვეთ კომენტარი