მთავარი კულტურა თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა

თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა

0 2618

11 დეკემბერს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, თემურ ჟღენტის მოსაგონარი საღამო გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და წამყვანი „პიონერფილმის“ ხელმძვანელი გრიგოლ გრიშაშვილი გახლდათ.
ნაჩვენები იყო ფრაგმენტი ფილმებიდან და ინტერვიუებიდან, რომელიც „პიონერფილმმა“ გადაიღო ბატონ თემურზე. ასევე საღამოზე მობრძანებულმა სტუმრებმა ორიოდე სიტყვით მოიგონეს თავისი კოლეგა, მეგობარი, დეკანი. ბევრმა აღნიშნა, რომ : „ ის არ იყო უბრალოდ თანამშრომელი ან ხელმძღვანელი, თემო იყო ყველასთვის მამა, უღალატო კაცი და ნამდვილი მეგობარი“.
„პიონერფილმმა“ საკუთარი მოსწავლეებისთის დააწესა თემურ ჟღენტის სტიპენდია, რომელსაც 28 დეკემბერს საზეიმოდ გადასცემს გამარჯვებულს.

თემურ ჟღენტი მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი გახლდათ. ხელს უწყობდა კულტურის და ხელოვნებს განვითარებას. ბოლო წლებში გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის, დეკანის თანამდებობა ეკავა.

ავტორი: ნინო მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი