მთავარი საერთო გადავა თუ არა ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთში?!

გადავა თუ არა ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთში?!

0 999

ბათუმის საზღვაო აკადემიის დაფინანსებასა და სასწავლებლის ფოთში გადატანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ასმათ დიასამიძემ პარტიის ოფისში საგანგებო განცხადება გააკეთა. დიასამიძის თქმით, სასწავლებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბალანსზე ირიცხება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი 2015 წლის ბიუჯეტში სასწავლებლის დაფინანსება არ გაითვალისწინა. ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ამგვარი ქმედება ბადებს ეჭვს, რომ აკადემიის ადგილმდებარეობის შეცვლა იგეგმება. ბათუმის საზღვაო აკადემია ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების ბიუჯეტიდან ფინასდებოდა, მანამდე კი სასწავლებელი თვითდაფინასებაზე იყო, აღნიშნავს დიასამიძე. ბათუმის საზღვაო აკადემიის ქალაქ ფოთში გადატანასთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძე ინფორმაციას უარყოფს. მისი თქმით, სასწავლებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ბალანსზეა და დაფინასებაც მის განკარგულებაშია.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი