მთავარი ადამიანის უფლებების დაცვა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში არაადაამიანური მოპყრობის ფაქტზე პრესკონფერენცია გამართა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში არაადაამიანური მოპყრობის ფაქტზე პრესკონფერენცია გამართა

ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე 23 დეკემბერს თბილისის ადამიანის უფლებათა ცენტრმა, პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, გიორგი ოქროპირძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 22 სექტემბერს გიორგი ოქროპირიძე გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბრალდებული, მომხდარში კონკრეტულად ადანაშაულებს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულების თანამშრომელს, მინდია მალაყაძეს, რომელიც მას ასევე ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ შიმშილობის გამოცხადებისათვის პასუხს აგებდა.
ბრალდებულის განმარტებით, ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ითხოვა სამედიცინო დახმარება, რის პასუხადაც, ამავე დაწესებულების თანამშრომელმა, მინდია მალაყაძემ აგრესიულად მიმართა ბრალდებულს და უფრო მეტიც , დაემუქრა, რომ შიმშილობის გამოცხადებისათის პასუხს აგებდა.
„გიორგი ოქროპირიძის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არასათანადო, ღირსების შემლახველ მოპყრობის ფაქტზე, სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე, პროკურატურაში 1 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო, რომელიც ზუსტად ორი კვირა გრძელდებოდა. აღნიშნული დოკუმენტაციით დგინდება, რომ ორი კვირის განმავლობაში პროკურატურამ შეისწავლა სქელკანიანი საქმე, გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა, ადამიანსი უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ავალიანმა.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 25 სექტემბერს დაიწყო გამოძიება, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული, არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ ბრალდებულს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ინფორმაცია არ მიეწოდება. ასევე, ის ამაოდ ითხოვდა და ითხოვს ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან ყოველ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულს უწევს დღეში ცამეტი საათი მგზავრობა ბათუმიდან თბილისამდე და უკან, რათა დაესწროს სასამართლო პროცესს.
„პრევენციის მიზნით მე მივმართავ სასჯელაღსრულებას, პროკურატურას, შეწყვიტოს ძველი მეთოდებით მუშაობა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მომაწოდა ოქმი, სადაც, გიორგი ოქროპირიძე მიმართავს ეკა ბესელიას და აფიქსირებს, რომ სასამართლოზე მან ამხილა ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე საუბრობს მუქარაზე, რაც მასზე დაჭერამდეც ხორციელდებოდა.“, – განაცხადა, გიორგი ოქროპიღიძის დედამ, ცირა გოდერძიშვილმა.
სახალხო დამცველთან არსებული პრევინციის ეროვნული მექანიზმის ჯგუფის მიერ სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე შეინიშნება ვენტილაციისა და წყლის მომარაგების პრობლემაც.
„ადამიანის უფლებათა ცნტრი მიმართავს მთავარ პროკურატურას დროულად და ეფექტურად გამოიძიოს #8 და #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, ასევე მიმართავს სასჯეაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბათუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად“, განაცხადა, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, თამარ ლუკავამ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე მიმართავს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რათა განხორციელდეს ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასწრაფო გადაყვანა, ბატუმის #3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა მან შეძლოს სასამართლო პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობა და დაცვის უფლების განხორციელება. ასევე, მოითხოვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისგან, რომ გაატაროს შესაბამისი ზომები პატიმართათვის ჯანდაცვის უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ავტორი: მაკა შამუგია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი