მთავარი ეს საინტერესოა უნიკალური ჯიშის ძაღლები

უნიკალური ჯიშის ძაღლები

მსოფლიოში ძაღლის უამრავი სახეობაა, თუმცა, ისინი  იშვიათი და უნიკალურია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ბევრი მათგანი არასდროს გინახავთ. ამ სახეობებიდან ზოგიერთი იმდენად ეგზოტიკურად გამოიყურება, რომ ადვილი შესაძლებელია ვერც მიხვდეთ, რომ ისინი ყველასათვის საყვარელი შინაური ცხოველები – ძაღლები არიან.

გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე იშვიათი ჯიშის ძაღლებს.

შვედური ვალჰუნდი

შვედური ვალჰუნდის ჯიში გამოყვანილია შუა საუკუნეების შვედეთში. 1942 წელს ეს ჯიში გადაშენების პირას იყო, თუმცა, ცხოველთა დაცვის პროგრამებმა შვედური ვალჰუნდის სახეობა სრული გაქრობისაგან იხსნა.შვედური ვალჰუნდი კარგად უძლებს სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ვერ ეგუება ბავშვებს, კარგი მოდარაჯეა. 

Swedish-Vallhund1

 

ბედლინგტონ ტერიერი

ეს ძაღლი ადვილად შეიძლება აგერიოთ ცხვარში .ჯიში გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში, მე-19 საუკუნეში. ის პირველად 1879 წელს გამოიყვანეს ქალაქ ბედლინგტონის გამოფენაზე, სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდება.

Bedlington-Terrier1

 

ტიბეტური მასტიფი

ტიბეტური მასტიფი მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის ძაღლია. ის  უძველესი ჯიშია. გამოიყენება სახლების, სხვადასხვა ადგილისა და ხალხის დასაცავად. ტიბეტურ მასტიფს ახასიათებს ერთ კონკრეტულ ადამიანთან შეჩვევა – უშუალოდ თავის პატრონთან და არ უყვარს სხვა ხალთან კონტქატი. ის შსაძლოა იყოს აგრესიულიც, თუმცა, არის ძალიან გონიერი. ტიბეტური მასტიფის ფასი დაახლოებით 5, 000 დოლარია.

Tibetan-Mastiff1

 

 

კატალბურუნი

კატალბურუნი ძალიან იშვიათი ჯიშია. ლამაზ შესახედაობასთან ერთად, ძაღლს განვითარებული აქვს ზუსტი ყნოსვა, სწორედ ამიტომ, კატალბურუნი არაჩვეულებრივი მონადირეა. ეს ჯიში ძირითადად გავრცელებულია თურქეთში – სხვა ქვეყნებში თითქმის არ ვხვდებით მას.

Catalburun1

 

მუდი

მისი სამშობლო არის უნგრეთი. მუდი არის ადამიანების მოყვარული და საკმაოდ ენერგიული ძაღლი. ის ცოცხლობს 13-14 წლამდე და იწონის დაახლოებით 9-დან  14 კილოგრამამდე. მუდის ჯიშის ძაღლები განსხვავდებიან ბეწვის შეფერილობით.

Mudi1

 

კატაჰოულას გოშია

ეს ძაღლი ძალიან მოუსვენარი და ენერგიულია, მან ადვილად შესაძლოა დააზიანოს ავეჯი, ტანისამოსი ან სხვა ნივთები, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკმარისი ყურადღება ვერ იგრძნო პატრონისაგან. კატაჰოულას გოშიას, ძირითადად, ფერმერები იყენებდნენ საქონლის ფარის თუ ჯოგის დასაცავად. ძაღლი ადვილად იწვრთნება.

Catahoula-Cur1

 

შიპერკე

შიპერკეს სამშობლო ბელგიაა. ამ ჯიშის ძაღლები დაახლოებით 13-დან 15 წლამდე ცოცხლობენ. მიუხედავად იმისა, რომ შიპერკე ძალიან გონიერი ძაღლია, სხვა ცხოველების მიმართ აგრესიით გამოირჩევა. ამის გამო, მას “პატარა შავ ეშმაკსაც” უწოდებენ ძაღლების მოყვარულები. აუცილებელია შიპერკეს კარგად გაწვრთნა.

Schipperke1

 

აზავაკი

მისი სამშობლოა აფრიკა. ეს ჯიში გამოყვანილია მალიში, უძველეს დროში. მისი ძირითადი დანიშნულება იყო ნადირობა, ასევე გამოიყენებოდა სადარაჯოდ. აზავაკი ძალიან გონიერი და პატრონის ერთგული ძაღლია. გვხვდება სხვადასხვა შეფერილობის. დღეს, ის გავრცელებულია აფრიკის გარეთაც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა, ამ ჯიშის წარმომადგენლების რაოდენობა ძალიან მცირეა.

Azawakh1

 

ტაი რიჯბექი

ტაი რიჯბექის არის ძაღლის უძველესი ჯიში. მისი სამშობლო არის ტაილანდი და ასევე ცნობილია, როგორც  მაჰ ტაი ლანგ ანი. ტაი რიჯბექი არის ძლიერი და სწრაფი ძაღლი, სწორედ ამის გამო, უძველესი დროიდან, ის გამოიყენებოდა სადარაჯოდ და სხვადასხვა ადგილის, ცხოველისა თუ ხალხის დასაცავად. ის არის ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ძაღლი მსოფლიოში. ტაი რიჯბექის ლეკვის ფასი იწყება 1,500 დოლარიდან

Thai-Ridgeback

 

 

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი