მთავარი ეკონომიკა სასტუმრო „შერატონში“, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

სასტუმრო „შერატონში“, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

0 1085

სასტუმრო „შერატონში“, საქართველო-ლატვიის ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმს ლატვიისა და საქართველოს პრეზიდენტები ანდრის ბერზინში და გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ლატვიის ეკონომიკის მინისტრი დანა რეიზნიეცე-ოზოლა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი,აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ბიზნეს ფორუმზე აჭარის რეგიონისა და ლატვიის საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაციები გაიმართება.
პრეზენტატორი: ლატვიის საინვესტიციო და განვითარების სააგენტოს დირექტორი ბატონი ანდრის ოზოლა.
პრეზენტატორი: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ბახტაძე.
საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ აჭარაში და ლატვიაში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები, სექტორების მიხედვით, პირპისპირ შეხვედრებს გამართავენ. ბიზნეს ფორუმს ლატვიიდან 77 ბიზნესმენი დაესწრება. ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სექტორები იფუნქციონირებს, მათ შორის ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, საფინანსო, კვების მრეწველობა, გარემოს დაცვა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფარმაცია და მედიცინა, მშენებლობა, ტურიზმი, განათლება და სპორტი.
ბიზნეს ფორუმზე მხარეეები სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. ფორუმში რეგიონში მოღვაწე 80 ბიზნესმენი მიიღებს მონაწიელობას.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი