მთავარი ეს საინტერესოა ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, ექიმებმა პაციენტის ტვინში იშვიათი სახეობის სოლიტერი აღმოაჩინეს

ოთხწლიანი კვლევის შემდეგ, ექიმებმა პაციენტის ტვინში იშვიათი სახეობის სოლიტერი აღმოაჩინეს

50 წლის ჩინელ კაცს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში  ბრიტანეთში ცხოვრობდა,  ექიმებმა ტვინში იშვიათი სახეობის სოლიტერი აღმოუჩინეს. მას 6 წლის წინ თავის არეში დაეწყო ტკივილი, ამას მოჰყვა მეხსიერების დაქვეითება. როგორც მან ექიმებს აუხსნა, გამუდმებით ეხვეოდა თავბრუ და სცემდა უცნაური სუნი. ამის შემდეგ,  მიმართა მედიკოსებს, რათა  საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაეტარებინა. თავდაპირველად ექიმები ეჭვობნენ სიფილისზე, თუმცა, ლაბორატორიული ანალიზებით ეს არ დადასტურდა.  არც რაიმე სხვა სახის ვირუსი და სისტემური დაავადება აღმოჩნდა ორგანიზმში.

როდესაც პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის ტომოგრაფია, ეკრანზე გამოჩნდა უჯრედული  დაზიანებები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროში. ექიმებმა მიიჩნიეს, რომ ეს იყო სიმსივნე. ამის შემდეგ, პაციენტს ჩაუტარდა ბიოფსია, თუმცა, სიმსივნის ნიშნები ორგანიზმში არ აღმოჩნდა.

ოთხწლიანი კვლევების შედეგად, მეცნიერებმა და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტის ტვინში უიშვიათესი სახეობის პარაზიტი ბუდობდა. მათ ოპერაციის შედეგად  ამოიყვანეს სოლიტერი ტვინიდან, თუმცა, განაგრძეს ექსპერიმენტების ჩატარება და კვლევა ამ საკითხის გარშემო, რამდენადაც, აქამდე მსგავსი შემთხვევა სამედიცინო პრაქტიკაში არ არსებობდა. როგორც დადგინდა, ეს იყო  მწერი, რომელიც ბინადრობს აზიურ ქვეყნებში, ძირითადად ტაილანდსა და იაპონიაში. ყველაზე საინტერესოა ის, რომ ეს სახეობა არ ეკარება ადამიანს. 1953 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო სამედიცინო სფეროში უამრავი სახეობის პარაზიტი იქნა აღმოჩენილი, თუმცა, დიდ ბრიტანეთში არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ არის ეს აღმოჩენა  განსაკუთრებით გამორჩეული და უცნაური.

აღმოჩენილი პარაზიტი თავისი არსებობის ციკლს იწყებს წყალში, სადაც ის ეძებს ე.წ მასპინძელ ორგანიზმს. ასეთი ორგანიზმები, ძირიტადად, წყლის გველები ან თევზები არიან. ამის შემდეგ, პარაზიტი ბინადრობს სხვადასვა ცხოველის კანზე, სწორედ აქედან გამომდინარე, ექიმებისათვის გაუგებარი იყო, საიდან მოხვდა ის ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით კი – ტვინში.

შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი სოლიტერი ათჯერ დიდია სხვა ნებისმიერ პარაზიტზე, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ ადამიანის ორგანიზმში თუ კანზე.

მეცნიერულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ზოგიერთი პარაზიტის გენი განიცდის მუტაციას, რის შედეგადაც იზრდება მათი მასპინძელი ორგანიზმების სახეობათა რაოდენობა. ამის საფუძველზე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ გენეტიკური მუტაციის შედეგად შეძლო პარაზიტმა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა და ამ გარემოში სიცოცხლე.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი