მთავარი უცხოეთის ამბები კონფლიქტები ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესება დღის წესრიგში არ დგას

ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთისათვის ახალი სანქციების დაწესება დღის წესრიგში არ დგას

როგორც გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, უკრაინაში არსებული ვითარების გამო, რუსეთისათვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ევროკავშირის წარმომადგენლები შემდეგ კვირას განიხილავენ სანქციებს და ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რეალურ შესაძლებლობებს. როგორც ექსპერტები და დამკვირვებლები იუწყებიან, ასევე განიხილება პრო-რუსულ მეამბოხეთა რაზმსა და უკრაინულ სამხედრო ძალებთან დაკავშირებული რისკები.

როგორც ანგელა მერკელი ამბობს, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა დიპლომატიური შეთანხმების გზით უნდა მოგვარდეს, რომელიც გულისხმობს დაუყონებლივ დროებით ზავს, ხოლო საბოლოოდ, ოფიციალურ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დღის წესრიგში დადგა მარტში, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ.

დასავლური სახელმწიფოების მთავრობები და ასევე უკრაინის მაღალჩინოსნები რუსეთს გარკვეულ ბრალს უყენებენ, მათი განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უკრაინაში არსებულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს ამარაგებს იარაღით და ჯარისკაცებით. ამ ბრალდებებს რუსეთის ხელისუფლება ცალსახად უარყოფს.

ბრიუსელში რუსეთის საგანგებო დესპანის – ვლადიმირ ჩიზოვის განცხადებით, საჭიროა 28 წევრისაგან შემდგარი ბლოკი, რათა კონსესუსამდე მივიდეს ევროკავშირი და გადაწყვიტოს ახალი სანქციების დაკისრების საკითხი. როგორც ჩიზოვი ამბობს, ასეთი კონსესუსის მიღწევის შესაძლებლობას ის ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

BBC-ის ცნობით, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დამატებითი სანქციები და შეზღუდვები რუსეთის მიმართ, ამჟამად, დღის წესრიგში არ დგას – “ჩვენ ფოკუსირებული ვართ ზამთარზე, ჰუმანუტარულ და პოლიტიკურ ვითარებაზე უკრაინაში”

თავდაცვისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მოსალოდნელია არსებული მდგომარეობის გაუარესება. ამ ორგანიზაციის ცნობით, დაფიქსირდა 43 სატვირთო მანქანისაგან შემდგარი სამხედრო კოლონა, რომელიც დონეცკისაკენ მიემართებოდა.

_78909270_024501831-1

ოფიციალური მონაცემებით, აპრილიდან მოყოლებული დაახლოებით 4,000 კაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირებებისას.

მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა დონეცკში და ლუგანსკში საჯარო შენობები დაიკავეს, უკრაინამ აამოქმედა ე.წ  “ანტიტერორისტული ოპერაცია”.

_78909272_024462829-1

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი