მთავარი პოლიტიკა silknet-ის განცხადება თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით

silknet-ის განცხადება თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით

1 4136

ძვირფასო აბონენტებო,

გვსურს, განმარტება გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროში ჩატარებულ ტენდერთან მიმართებაში ჩვენი კომპანიის სახელის ხსენებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ტენდერის ჩატარების პროცესში კომპანია სილქნეტის ყველა წარმომადგენელი მოქმედებდა სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით.

ტენდერში გამარჯვების წინაპირობა გახდა სილქნეტის მიერ საუკეთესო წინადადების წარდგენა.

ტენდერში მონაწილე ოთხ კომპანიას შორის სილქნეტის მიერ წარდგენილი წინადადება იყო ყველაზე სანდო, საუკეთესო ფასისა და ხარისხის მომსახურების შეთავაზება, რომელიც მეორე ადგილზე გასულ კომპანიასთან შედარებით 2,4 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტს. სწორედ ამიტომაც იქნა სილქნეტი შერჩეული თავდაცვის სამინისტროს მიერ.

სს „სილქნეტი“ გახლავთ ერთერთი უმსხვილესი კომპანია ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელშიც დასაქმებულია 3000-მდე პროფესიონალი.
უკვე მეხუთე წელია, ამ ადამიანების დიდი შრომითა და მონდომებით, კომპანიამ შეძლო დაემკვიდრებინა საერთაშორისო სტანდარტებისა და სოლიდური რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის სახელი. ამ ეტაპზე, „სილქნეტი“ ჩართულია მომავალი თანამშრომლობის შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებში რამდენიმე გლობალური მასშტაბის კომპანიასთან.

გამოძიების დასრულებამდე, საქმის საიდუმლო გრიფის გამო, თავს ვიკავებთ დეტალებზე საუბრისგან. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ გამოძიება წარიმართება ეფექტურად და მალე დადასტურდება სილქნეტის კეთილსინდისიერი და პროფესიონალური მიდგომა სახელმწიფო ტენდერის პროცედურების მიმართ

1 კომენტარი

  1. კი თქვენ ძალიან მაგარი კომპანია ხართ (Y) მაგარი ხარვეზებით, ორი წელია განცხადებას ვწერ ბოჭკოვან ინტერნეტზე და დაკაბელა ყველგან გააკეთეთ ჩვენი უბნის გარდა, გარე უბნებში არის ბოჭკოვანი ხოლო ბათუმშ თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არა. იქნებ და უპასუხოდ არ დაგვტოვოთ თქვენი მომსახურების მომხმარებლები.. გმადლობთ

დატოვეთ კომენტარი