მთავარი ეკონომიკა თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებლის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებლის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა

0 2505

თბილისი-ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებლის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჩვიდმეტამდე სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბათუმის სხვა მოქალაქეებმა აქციიდან საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ღამის მატარებლის ხაზის აღდგენა აუცილებელია, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა იმპირებს შეექმნათ, რომელთაც მგზავრობა მხოლოდ მწოლიარე მდგომარეობაში შეუძლიათ. ბათუმელების განცხადებით, თუ თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ღამის მატარებელი არ აღდგება, ისინი საპროტესტო აქციებს გამართვაენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებელი მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გაუქმდა.

ავტორი:მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი