მთავარი მსოფლიოს ქვეყნები და ქალაქები 10 ყველაზე ლამაზი ხიდი მსოფლიოში

10 ყველაზე ლამაზი ხიდი მსოფლიოში

ხიდი არ არის მხოლოდ ორი ადგილის დასაკავშირებელი კონსტრუქცია – არქიტექტორებსა და ინჟინერებს კოლოსალური შრომა უწევთ, რათა ის ლამაზი და, ამავდროულად, ფუნქციურად სრულყოფილი იყოს.

გთავაზობთ, მსოფლიოში 10 ყველაზე ლამაზი ხიდის ფოტოს, თანდართული მცირედი ინფორმაციით. ათეული შედგენილია ტურისტების შეფასებების მიხედვით.

 

10. Golden Gate Bridge , სან ფრანცისკო, ამერიკის შეერთებული შტატები.

მისი აშენება 4 წელზე დიდხანს გრძელდებოდა და  დაახლოებით 27 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ხიდი 1937 წლიდან ფუნქციონირებს და სან ფრანცისკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ნამუშევარია.

Golden gate bridge vivid day landscape, San Francisco

 

9. ხაჯუს ხიდი, ირანი.

ეს ხიდი არაბული არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ის მე-17 საუკუნეში აიგო შაჰ-აბას II- ის ბრძანებით და დღემდე საოცრად ლამაზი და ტურისტებისათვის გამორჩეული ადგილია. ძველად, ხიდის ცენტრში არსებული პავილიონები მხოლოდ შაჰისათვის იყო განკუთვნილი, დღეს ის ღიაა ნებისმიერი მნახველისათვის.

Khajoo bridge over Zayandeh river, Isfahan, Iran

 

8. “Millau Viaduct” , საფრანგეთი.

ხიდი აგებულია 2004 წელს ფრანგი ინჟინერისა და ბრიტანელი არქიტექტორის მიერ. მან  არამარტო ფრანგი ხალხის, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტების დიდი მოწონება დაიმსახურა. ხიდი არის მინიმალისტური, თუმცა საკმაოდ ელეგანტური კონსტრუქცია. ის, ამჟამად ,მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდად მიიჩნევა ( 343 მეტრი)

Millau-Viaduct-Bridge-Midi-Pyrénées-France

 

7. ჰელიქსის ხიდი, სინგაპური.

ეს ულტრათანამედროვე ხიდი აგებულია შუშისა და ფოლადის მავთულხლართისაგან. მიუხედავად  სპეციფიკური არქიტექტურისა, ის ტურისტებზე გახსნის დღიდან, დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ექსპერტების შეფასებით, ხიდი ზუსტად გამოხატავს ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნის – სინგაპურის ცხოვრების რიტმს, გარემოს…  ჰელიქსის ხიდი ღამით ლურჯად არის განათებული, რაც ორმაგად ლამაზ სანახაობას სთავაზობს მნახველებს.

Helix Bridge, Marina Bay Sands Singapore, Night

 

6. ბრუკლინის ხიდი, ნიუ იორკი.

ყველასათვის კარგად ცნობილ ხიდს, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს – მისი არქიტექტურის დიზაინერს, ჯონ როებლინგს, დაახლოებოთ 15 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ ქალაქის თვითმმართველობა დაერწმუნებინა, ნება მიცათ, ეს ხიდი აეშენებინა. სამწუხაროდ, ჯონ როებლინგი გარდაიცვალა მანამდე, სანამ  ნებართვას მიიღებდა. შედეგად, ხიდს მშენებლობა დაიწყო  მისი შვილის – ვაშინტონ როებლინგის ხელმძღვანელობით, თუმცა, მალე ისიც გარდაიცვალა. საბოლოოდ, ხიდი დასრულდა  ვაშინგტონ როებლინგის მეუღლის – ემილის ხელმძღვანელობის პერიოდში.

Brooklyn Brigde and the Towers of Lights , New York City

 

5. პონტე ვეკიო, ფლორენცია, იტალია.

ეს ულამაზესი ხიდი აგებულია არნოს მდინარეზე და ფლორენციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ხიდზე არის უამრავი მაღაზია, სადაც ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ იტალიური ნაკეთობები :  სამკაული, ტყავის ნაწარმი და სხვადასხვა აქსესუარი. სწორედ ამის გამო, პონტე ვეკიო ყოველთვის სავსეა ტურისტებით, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ამ ხიდს.

Ponte Vecchio Florence Italy

 

4. რიალტოს ხიდი, ვენეცია, იტალია.

რიალტოს ხიდი გამოირჩევა უნიკალური და ორიგინალური არქიტექტურით. ის აგებულია ლეგენდარულ გრანდ კანალზე. ცნობილი ვენეციური გონდოლები,  სტუმართმოყვარე გიდები –  ეს არის ის , რის გამოც ხშირად ნახავთ ამ ხიდის ქვეშ ნავებით მოსეირნე ტურისტებს.

Gondola at the Rialto bridge in Venice, Italy

 

3. Pont du Gard ( გარდის ხიდი ), საფრანგეთი.

ხიდი აგებულია მდინარე გარდზე და არსებობის 2000 წელზე მეტს ითვლის.  თავდაპირველად, ის  სარწყავი სისტემის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა დღეს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ტურისტულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

Pont du Gard

 

2. ჩენგიანგის ხიდი, ჩინეთი.

მას ასევე უწოდებენ   ” ქარისა და წვიმის” ხიდების არქიტექტურას. ხიდის  აშენების ასეთი მეთოდი ჩინეთისათვის არის დამახასიათებელი და უნიკალურია, რამდენადაც არ არის გამოყენებული არც რთი ლურსმანი თუ ჭანჭიკი მასალის დასაკავშირებლად. მასში გამოყენებულია მხოლოდ ხე და ქვა. ამ უძველეს ხიდს თამამად შესაძლოა ვუწოდოთ არქიტექტურული საოცრება.

pont de Chengyang

 

1. ტაუერის ხიდი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი.

ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ტაუერის ხიდი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ხიდია. მისი პრინტი გამოყენებულია სახლებისა თუ კომერციული დაწესებულებების დიზაინში, ტანისამოსზე, სხვადასხვა აქსესუარზე… არ არსებობს ტურისტი, რომელიც ლონდონში ყოფნისას,  ერთ-ერთ ყველაზე პირველს ტაუერის ხიდს არ მოინახულებს. ხიდი აგებულია მდინარე თემზაზე. დღეს, ეს ხიდი წარმოადგენს ლონდონის ბრწყინვალე ვიქტორიანული ეპოქის სიმბოლოს.

Tower bridge in London

2 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი