მთავარი რეგიონი ხელვაჩაურში, სამშენებლო და სარემონტო მასალების საწყობი დაიწვა

ხელვაჩაურში, სამშენებლო და სარემონტო მასალების საწყობი დაიწვა

0 976

ხელვაჩაურში, სამშენებლო და სარემონტო მასალების საწყობი დაიწვა. სამაშველო ბრიგადები ხანძარს ორი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრის ლოკალიზება საღებავებისა და გამხსნელების აალებმა გაართულა. სულ 300 კვადრატი ფართი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები კი ჯერ უცნობია. საწყობი ირანის მოქალაქეს ეკუთვნის. მერზა მეჰრაბის განცხადებით, ხანძარმა 85 ათასი ლარით დააზარალა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„უკვე ორი თვეა აქ ვარ. საწყობში საღებავები, გამხსნელები და კაფელი იყო. შენობაში სავარაუდოდ მოკლე ჩართვა მოხდა, რის შემდეგაც ცეცლი სადენებს გაუჩნდა. საწყობში ყველაფერი დაიწვა, ზარალი 85 ათასი ლარია“, – განაცხადა ფმერზა მეჰრაბი

ავტორი: მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი