მთავარი კულტურა კინო შესაძლოა მალე “Sex and The City 3″ – ის გადაღებები დაიწყოს

შესაძლოა მალე “Sex and The City 3″ – ის გადაღებები დაიწყოს

ბოლო რამდენიმე დღეა ჰოლივუდური მედია და უცხოური  ბლოგები ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი ფილმის  გაგრძელებაზე ალაპარაკდნენ.

“Sex and The City” ქენდის ბუშნელის წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალია, რომელიც 1998 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მალე ის ქალებისათვის, და არამარტო მათთვის, საკულტო სერიალი გახდა. სიუჟეტი თავისუფალია ყოველგვარი დაძაბული, მისტიკური თუ რომანტიკული ჟანრის ფილმებისათვის დამახასიათებელი შტრიხებისაგან. სერიალი მოგვითხრობს ოთხი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებას და მათი ისტორიებიც სრულიად რეალური და ცხოვრებისეულია.

sex-and-the-city-quotes-ftr

 “Sex and The City”-ს სულ ექვსი სეზონი გამოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში სერიალს აქტუალობა არ დაუკარგავს. უკანასკნელი ნაწილის დასრულების შემდეგ, მაყურებელმა იმდენად დიდი უკმაყოფილება გამოთქვა, რომ სატელევიზიო შოუს შემქმნელებმა გადაწყვიტეს, ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაეღოთ და ეჩვენებინათ მთავარი გმირების ცხოვრება რამდენიმე წლის შმდეგ. ფილმი  2008 წელს გამოვიდა ეკრანებზე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ამ ყველაფერს ფილმის მეორე ნაწილიც მოჰყვა, რომლის პრემიერაც 2010 წელს შედგა. პრემიერაზე სარა-ჯესიკა პარკერმა განაცხადა, რომ ეს ფილმის უკანასკნელი ნაწილი იყო. ამის შემდეგ იყო რამდენიმე ჭორი, ფილმის მესამე ნაწილის გამოსვლის შესახებ, თუმცა პარკერი კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

Sex-and-the-City

 

როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილება  “Sex and The City 3″ – ის გამოსვლის ალბათობა. ჭორებს ისიც უწყობს ხელს, რომ ფილმის შემქმნელები და მსახიობები აღარ უარყოფენ ამ ინფორმაცის, უფრო მეტიც – სოციალურ ქსელებში მათ მიერ დაწერილი პოსტები მხოლოდ ამ ხმების ჭეშმარიტებაზე მიგვითითებს.

sex-and-the-city-four-girls

უკანასკნელი ამბავი, რამაც სერიალის თაყვანისმცემლებს კიდევ უფრო დიდი იმედი მისცა, იყო თავად სერიალის მთავარი გმირის შემსრულებლის –  სარა-ჯესიკა პარკერის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც “Sex and The City”-ს გადასაღები მოედნიდანაა. “გრძელი დღე ქერისათვის” ( “#longdayforCarrie #runninginheels #taxi!) – ასეთი წარწერა გაუკეთა მსახიობმა სურათს.

543694e62c81f

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი