მთავარი გურმანი ქლიავის ნამცხვარი გერმანული სამზარეულოდან

ქლიავის ნამცხვარი გერმანული სამზარეულოდან

0 1224

ცომი:

500 გრ ფქვილი

250 მლ რძე

75 გრ კარაქი

75 გრ შაქარი

ცოტა მარილი (დაახლოებით 1/5 ჩაის კოვზი)

2 ჩაის კოვზი საფუარი

2 კვერცხი

ყველა ზემოთ მოცემული პროდუქტისგან მოვზილოთ ცომი და 30 წუთი თბილ ადგილას დავდგათ. აფუებულ ცომს ცოტა ფქვილი მოვაყაროთ და ერთხელ გადავზილოთ. 10 წუთი კიდევ დაველოდოთ ამოფუებას.

 

ამ დროს შეგვიძლია ქლიავი დავჭრათ და ფხვიერი მოსაყრელის მომზადება დავიწყოთ.

 

ფხვიერი მოსაყრელის (Streusel) დამზადება მიქსერით დავიწყოთ, ბოლოს ხელითაც გადავზილოთ.

275 გრ. ფქვილი

175 გრ. კარაქი

150 გრ. შქარი

1 შეკვრა ვანილი

ცოტა მარილი (დაახლოებით 1/5 ჩაის კოვზი)

1 კვერცხის გული

 

მას შემდეგ, რაც ყველაფერი მომზადდება შეგვიძლია ცომი საცხობზე გადავანაწილოთ. დავალაგოთ ქლიავის ნაჭრები. ზემოდან მოვაყაროთ ფხვიერი მასა. დაახლოებით 30 წუთი  180 გრადუსზე გამოვაცხოთ. უკვე მზა ნამცხვარს შეგვიძლია შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

 

თუ დიდი საცხობი არ გაქვთ, შეგიძლიათ ცომი 2 პორციად გაყოთ.

 

მოცემული რეცეპტით შეგიძლიათ ნამცხვარში სხვა ხილიც მოსინჯოთ.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი