მთავარი ეს საინტერესოა რას საქმიანობდნენ 21-ე საუკუნის მსოფლიო ლიდერები 20-25 წლის ასაკში

რას საქმიანობდნენ 21-ე საუკუნის მსოფლიო ლიდერები 20-25 წლის ასაკში

ხშირად გვესმის ახალგაზრდების ეჭვები, მიაღწევენ, თუ არა წარმატებას;შეძლებენ, თუ არა მიღებული განათლების პრაკტიკაში გამოყენებას და თვითრეალიზებას. ამ ყველაფრისკენ მიმავალი გზა, მართლაც ძალიან რთულია, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ პროფესიონალ მოსამართლედ, დიპლომატად და ფინანსისტად არავინ იბადება. წარმატება და პროფესიული ცოდნა პრაქტიკასთან ერთად მოდის და საბოლოო მიზნის მიღწევამდე, უამრავი ეტაპის და სირთულის, უფრო მეტიც, წარუმატებლობების გავლაა საჭირო.

დაინტერესებულხართ, როგორი იყო 21-ე საუკუნის მსოფლიო ლიდერების ცხოვრება, მათი ყოველდღიურობა 20-25 წლის ასაკში? ამ სტატიაში სწორედ ამ ინფორმაციას ამოიკითხავთ.

 

ბარაკ ობამა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

1983 წელს, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების კურსდამთავრებული ბარაკ ობამა ჩიკაგოში გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მუშაობდა დაბალშემოსავლიანი გაერთიანებისა და ორგანიზაციებისათვის –  რეკონტრუქციის გზით ეხმარებოდა ფინანსური პრობლემების გადაჭრაში. 1988 წელს, ობამა ჰარვარდში, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

ნაკლებად ცნობილი ფაქტები: ბარაკ ობამა ნიუ იორკში გამგზავრებამდე და კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა. როგორც ცნობილია, სკოლისა და კოლეჯის პერიოდში, შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი მოიხმარდა ალკოჰოლს, მარიხუანას და კოკაინს.

s3.amazonaws.com-policymic-images-37a205ce66e65e057a930fd467e30083a8430d27a1918445df80fd2a1749bcae

 

ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტი.

ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში დაიწყო თავისი კარიერა. თავდაპირველად, ის მუშაობდა დირექციის ერთ-ერთ თანაშემწედ, შემდეგ გადავიდა კონტრდაზვერვის სიტემაში, ხოლო ამის შემდგომ – სისტემის პერსონალის გადამზადების სფეროში. კონტრდაზვერვის ოფიცერად მუშაობის პერიოდში, ის უკვე შენიშნა ხელმძღვანელობამ და აქედან დაიწყო მისი კარიერული წინსვლა. ვლადიმერ პუტინმა სადაზვერვო აგენტად დაახლოებით ათი წლის განმავლობაში იმუშავა.

ნაკლებად ცნობილი ფაქტები:  ვლადიმერ პუტინის ცხოვრების შესახებ, ძალიან ბევრი რამ საიდუმლოდ რჩება. ცნობილია ის, რომ რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ახალგაზრდობიდანვე აქტიურად ვარჯიშობდა ძიუდოში.

s3.amazonaws.com-policymic-images-1ea2079de3d19ef1c7e72d91c5b57aa9d1dd552fad984936526d7144d9ff88dd

 

ანგელა მერკერი. გერმანიის კანცლელი.

როდესაც მერკელი 20 წლის იყო, ის დაქორწინდა ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტზე, რომელიც იმავე სასწავლებელის – ლაიპციგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, სადაც ანგელა სწავლობდა. მერკელი, ამ პერიოდში, მუშაობდა კაფეტერიაში და ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად საკმაოდ მოკრძალებულ ბინაში.

ნაკლებად ცნობილი ფაქტები:  ანგელა მერკელის პირველი ქორწინება დაახლოებით ხუთ წელში, 1982 წელს დასრულდა განქორწინებით. მოგვიანებით, 1998 წელს ის კვლავ დაქორწინდა იოაკიმ სოიერზე –  ბერლინის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის პროფესორზე. ეს ქორწინება დღემდე გრძელდება.

s3.amazonaws.com-policymic-images-3af2f5cfcb36d57e4b91a8075f43ec5212349ea93a02d9858cff63944a4b041c

 

დევიდ კამერონი. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

კოლეჯში სწავლის შემდეგ, კამერონმა ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. შემდეგი ხუთი წელი დევიდ კამერონი მუშაობდა კონსერვატიული პარტიის კვლევების დეპარტამენტში. სამსახურში მას ჰქონდა პროფესიონალი, შრომისმოყვარე და ნიჭიერი ადამიანის  რეპუტაცია. სამსახურის პარალელურად, კამერონი იყო “ბულინგდონის კლუბის” წევრი, სადაც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა.

ნაკლებად ცნობილი ფაქტები: “ბულინგდონის კლუბის” წევრები ცნობილნი იყვნენ ალკოჰოლის ხშირი მოხმარებითა და ცუდი ყოფაქცევით. ამ საზოგადოების წევრებმა რესტორნებისა და სხვადასხვა თავშეყრის ადგილას სკანდალებით და დარბევითაც გაითქვეს სახელი. დევიდ კამერონი დღემდე ყოველთვის თავს არიდებს ამ საკითხზე საუბარს.

s3.amazonaws.com-policymic-images-8654b0af4aa94fe44b1d0a527045eee4c16c558a822cd91c2e83af6d7938c047

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი