მთავარი პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა

0 1057

-უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში 2012 წლიდან მიმდინარე წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით აჭარის რეგიონში სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 300 %-ით გაიზარდა“. – ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დღეს პარტიის ოფისში გააკეთა.

ასმათ დიასამიძე განმარტავს, რომ – „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეისათვის 130 სტუდენტს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. ორი წლის განმავლობაში სწავლის შეწყვეტა ხელოვნების უნივერსიტეტშიც ორჯერ მეტ სტუდენტს მოუხდა, ვიდრე ორი წლის წინ.
ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ წინა საახალწლოდ პრემიების გამოწერის ნაცვლად, სტუდენტის სტატუს შეჩერებულ ახალგაზრდებს დამატებით გამოეყოს დაფინანსება სუბსიდიის სახით, რათა მძიმე სოციალურიი მდგომარეობა არ გახდეს მათი სწავლის შეწყვეტის მიზეზი. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება დროულად არ მოახდენს რეაგირებას, აღნიშნული მაჩვენებელი დეკემბრის თვეში შესაძლებელია საგრძნობლად გაიზარდოს.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ლადო მგალობლიშვილის განცხადებით უწყებიდან 2012 წელს 272, 2013 წელს 685 , ხოლო მიმდინარე წელს 787 სტუდენტი დაფინანსდა. მისივე თქმით 1744 სტუდენტის განათლების მისაღებად სულ მილიონ 684 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ავტორი: მარიამ კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი