მთავარი ეს საინტერესოა მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები

მსოფლიოს ყველაზე კრიმინალური ქალაქები

მოგზაურობა, სხვადასხვა ქვეყნის მონახულება ყოველთვის საუკეთესო საშუალებაა თავისუფალი დროის სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გამოყენებისათვის. მიუხედავად ამისა, სხვა ქვეყანაში გამგზავრება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რამდენადაც ახალ გარემოსთან ადაპტაცია შეუძლებელია, გარკვეული ინფორმაციის ცოდნის გარეშე. დედამიწაზე ყველა ადგილს აქვს ის ნიშნები, რომელიც კონკრეტულად მისთვისაა დამახასიათებელი –  კლიმატური პირობები, მოსახლეობის ტრადიციები, ისტორია, სოციალური თუ პოლიტიკური გარემო…

იმისათვის, რომ მოგზაურობისას უსიამოვნებები ავიცილოთ, მაქსიმალურად ამომწურვი ცნობები  უნდა შევაგროვოთ იმ ქვეყნებსა თუ ქალაქებზე, რომელთა მონახულებასაც ვაპირებთ.

ამ სტატიაში, მოცემულია ინფორმაცია მსოფლიოს  ყველაზე საშიში და კრიმინალური ქალაქების შესახებ.

 

სან პედრო სულა, ჰონდურასის რესპუბლიკა.

სან პედრო სულა,  ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ქვეყნის – ჰონდურასის რესპუბლიკის ერთ-ერთი ქალაქია. ის მსოფლიოში მკვლელობათა სიხშირით არის ცნობილი. ქალაქში მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით ასი ათასია და დღეში საშუალოდ სამი მკვლელობა ფიქსირდება.

San_Pedro_Sula_Honduras

 

აკაპულკო, მექსიკა.

აკაპულკო რამდენიმე ათწლეული წლის წინ, საკმაოდ ცნობილი და პოპულარული ტურისტული ზონა იყო. ეს არცაა გასაკვირი, თუ მის ულამზეს სანაპიროებს გავითვალისწინებთ. მიუხედავად ამისა, დღეს, იშვიათად შეხვდებით  ქალაქში ჩასულ ტურისტს. ყველაფერი გამოწვეულია ნარკოტიკის გასაღებასთან დაკავშირებულ პრობლემებით, რომელიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, სრულიად არაკონტროლირებადი გახდა. აკაპულკოში სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა კრიმინალური გარჩევები, ქუჩებში უეცრად ამტყდარი სროლები და გვამები, რომლებსაც მოქალაქეები დილით სანაპიროსა და პორტის  მიმდებარე ტერიტორიებზე პოულობენ.

 

Acapulco-Mexico

 

კარაკასი, ვენესუელა.

ვენესუელას დედაქალაქი – კარაკასი მსოფლიოში მკვლელობათა სიხშირით პირველ ადგილზეა. ოფიციალური მონაცემები საკაოდ შოკისმომგვრელია – 122 მკვლელობა ყოველ 100,000 მცხოვრებზე. ეს არის ქალაქი, სადაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას შესაძლოა  ბანდების სისხლიანი დაპირისპირების მოწმე, ხოლო უარეს შემთხვევაში –  მსხვერპლი გახდეთ. კარაკასი ნარკომოვაჭრეების, დაქირავებული მკვლელებისა და კრიმინალური ბანდების ნამდვილ სამშობლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ.

Skyline of Caracas city. Capital of Venezuela

 

ტორეონი, მექსიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ტორეონი მექსიკის უმთავრესი სარეწველო და ეკონომიკური ქალაქია, ის, მაინც, რჩება მსოფლიოს ყველაზე კრიმინალურ და საშიშ ქალაქთა ჩამონათვალში. ტორეონში თითქმის აღმოფხვრილია ორგანზებული და ნარკოტიკული დანაშაული, თუმცა, მკვლელობების მაჩვენებელი, კვლავაც საკმაოდ მაღალია – 87 მკვლელობა, ყოველ 100,000 მცხოვრებზე.

Torreón_Mexico

 

მაცეიო, ბრაზილია.

ბრაზილია მსოფლიოს კრიმინალურ ადგილთა სიაში საპატიო ადგილს იკავებს. მაცეიოში, რომელიც ალაგოასის შტატის დედაქალაქია,  მკვლელობის მაჩვენებელი ყოველწლიურად არის 135, ყოველ 100,000 მცხოვრებზე.

Maceío-Brazil1

 

კალი, კოლუმბია.

ლათინური ამერიკა, ყოველთვის იყო ძალადობისა და დანაშაულის სიხშირით გამორჩეული ადგილი, თუმცა, კოლუმბია  მოწინავე ადგილს იკავებს ყველაზე საშიში ქვეყნების ჩამონათვალში. ქალაქი კალი ნარკოტიკებით ვაჭრობისა  და კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთ ცენტრად სრულიად დამსახურებულადაა მიჩნეული. აქ მკვლელობათა რიცხვმა, შესაძლოა, 80-საც კი მიაღწიოს. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ალბათ, არ გაგვიკვირდება, თუ ქალაქი კალი  არ არის ტურისტული ვიზიტებით ცნობილი.

Cali-Colombia

 

ნუევო-ლარედო, მექსიკა.

ნუევო-ლარედო სრულიად სამართლიანადაა მიჩნეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქალაქად. ისეთი დანაშაულები, როგირიცაა გატაცება, მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ძარცვა –  დღის ნებისმიერ მონაკვეთში შესაძლოა მოხდეს. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2006 წლიდან მოყოლებული ამ ქალაქში,  სულ 60,000 ადამიანი მოკლეს ნარკოტიკებთან  დაკავშირებულ კრიმინალურ გარჩევებსა თუ ფარულ დაპირისპირებებში. ყველამ, ვინც ამ ქალაქში სტუმრობას აპირებს, კარგად უნდა დაიმახსოვროს ორი რამ – მოერიდოს ღამით სიარულს და იმოძრაოს ხალხმრავალ ადგილას.

Nuevo_Laredo_Mexico

 

 

 

 

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი