მთავარი საზოგადოება მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად $25 მილიონი გაიღეს

მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლემ ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად $25 მილიონი გაიღეს

0 1020

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა, Facebook-ის დამაარსებელმა, მარკ ცუკერბერგმა მეუღლესთან ერთად 25 მილიონი დოლარი გადარიცხა ებოლას წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. ცუკერბერგმა ეს განცხადება თავისი ოფიციალური Facebook-გვერდის საშუალებით გააკეთა.

” ებოლამ კრიტიკულ ზღვარს მიღწია. ამჟამად, დაახლოებით 8,400 ადამიანია დაავადებული. ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება. არსებობს საშიშროება, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში დაავადებულთა რიცხვმა შესაძლოა მილიონს გადააჭარბოს. ჩვენ მთელი ძალით უნდა ვებრძოლოთ ებოლას, რათა გლობალურ კრიზისამდე არ მივიდეთ. შესაბამისი ექსპერტები და ჩვენს მიერ გაღებული ფული ებოლას დამარცხების  ერთადერთი საშუალებაა. გვჯერა, რომ ამ სახის შემოწირულობები გადაარჩენს უამრავ ადამიანს” – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.

ebola

შეგახსენებთ, რომ ამ ვირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს, თუმცა, ებოლასთან ბრძოლის საერთაშოისო ცენტრის თავმჯდომარის განცხადებით, მეცნიერები და ექსპერტები აქტიურად მუშაობენ ამ პროლემის გადასაჭრელად და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მსოფლიო შეძლებს უმოკლეს ვადაში  დაამარცხოს ვირუსი.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი