მთავარი პოლიტიკა მარიამ ქობულია: ,, თუ ჩვენ დღეს დავაყენებთ საკითხს, რომ გაქრეს ,,თავისუფალი...

მარიამ ქობულია: ,, თუ ჩვენ დღეს დავაყენებთ საკითხს, რომ გაქრეს ,,თავისუფალი ზონა“ ასევე დადგება საკითხი გაქრეს ,, ასავალ- დასავალი“

0 4774

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ უამრავი პრობლემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუმკლავდეთ რაციონალური გადაწყვეტილებებით. არსებობს სხვადასხვა გზა ამ პრობლემების გადასაჭრელად და განსხვავებული მოსაზრებებიც ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა შევძლოთ მშვიდობიანად ვითანამშრომლოთ,ისე რომ ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მივაყენოთ.
მინდა გამოვეხმაურო, ასავალ-დასავალის ჟურნალისტის, ზაზა დავითაიას ცემის ფაქტს და მოკლედ შევაფასო ის პროცესები, რომელიც შემდგომ განვითარდა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ადამიანის ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ჟურნალისტი თუ არა ჟურნალისტი.

10 სექტემბერი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება:„ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისცა კონკრეტული დავალებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. ეს დავალებები კიევსა და თურქეთში ჩატარებული თათბირებზე გაიცა. ამ შეხვედრების მთავარი თემა არ იყო შიდა პარტიული საკითხები, სააკაშვილმა ქვეყანაში ქაოსის შესაქმნელად კონკრეტული დავალებები და გეგმები მისცა. მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500- კაციანი მობილური ჯგუფები, რომელიც თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნლების პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ნეგატირური ფონი…“,-განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.მინისტრის თქმით ამ გეგმას განხორციელება არ უწერია.

ინციდენტამდე, 10 დღით ადრე , სანამ ,,თავისუფალი ზონისა“ და ,,თავისუფალი თაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდებოდა, ზაზა დავითაია იმყოფებოდა, ,,თავისუფალი ზონის“ ოფისთან, იგი მონაწილეობდა აქციაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლიკვიდაციასთან იყო დაკავშირებული, სადაც მისი მხრიდან გაიჟღერა სიტყვიერმა მუქარამ , რომ თუ საჭირო იქნებოდა იარაღითაც მივიდოდა.

http://www.tzona.org/10-dgit-adre-muqarit-iaragit-movalt/

30 სექტემბერი
21:00 სთ

იოსებიძის ქუჩაზე, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ჟურნალისტ ზაზა დავითაიასა და “თავისუფალი ზონის” წევრებს შორის.
ურთიერთსაპირისპირო ბრალდებები ინციდენტში მონაწილე ორივე მხრიდან ისმოდა . “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას განცხადებით, ზაზა დავითაიას “თავისუფალი ზონის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე “თავისუფალი ზონის” ათამდე წვერი დაესხა თავს. ჯაბა ხუბუამ მაშინ განაცხადა, რომ დავითაიამ ამოიცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი და მისი თქმით ის იყო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრი ფარნაოზ ჭკადუა. მისივე განცხადებით თავდასხმის მიზეზი დავითაიას ჟურნალისტური საქმიანობა გახდა.
საპირისპიროს აცხადებენ “თავისუფალი ზონის” წევრები. მათი თქმით გოგოხიასა და ჭკადუას მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა დავითაიას მხრიდან განხორციელდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე აღნიშნავენ რომ შემთხვევის ადგილზე არა ათი, არამედ სამი ადამიანი იმყოფებოდა.

,,ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ, კატეგორიულად მიმართა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ თუ საათნახევარში არ მოხდებოდა ,,თავისუფალი ზონის“ წევრების დაპატიმრება, პეკინის 34 ნომერში მოხდებოდა, ძალიან ცუდი რამ, რომელზეც პასუხისმგებლობას, ჯაბა ხუბუა,სამართალდამცავ ორგანოებს დააკისრებდა. ასევე ჯაბა ხუბუამ ამავე ვიდეოში ახსენა პოლიტპატიმრები და ის ბიჭები, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე ებრძოდნენ ,,ნაციონალურ მოძრაობას“.

30 სექტემბერი
23:00 სთ

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი თაობის “ ლიდერი ლადო სადღობელაშვილის განცხადებით, მას დაუკავშირდა ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, რომელმაც მომხადრი ფაქტის შესახებ შეატყობინა, ამის შემდეგ ,,თავისუფალი თაობის“ წევრებმა გადაწყვიტეს, შეერთებოდნენ აქციას, რომელიც ,,თავისუფალი ზონის“ ოფისის წინ დაანონსა ჯაბა ხუბუამ. როგორც ,,თავისუფალი თაობის“ წევრები აცხადებენ მათ გადაწყვიტეს , ,,თავისუფალი ზონის“ წევრებისთვის გადაეცათ წერილი, რომელშიც იქნებოდა გარკვეული პუნქტები გაწერილი, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვდა ,, თავისუფალი თაობა“. ამავე ორგანიზაციის წევრების ჩვენებებიდან ირკვევა, რომ თხუთმეტამდე ადამიანი, შევიდა ,,თავისუფალი ზონის“ ოფისში , რაც ეწინააღმდეგება ,,თავისუფალი ზონის“ წევრების ჩვენებებს, რომლებიც აცხადებებენ რომ ოცდაათზე მეტი ადამიანი იქნებოდა დაპირისპირების დროს. ,,თავისუფალი თაობის“ წევრებს თან ახლდათ, იმ დროისთვის თავისუფალი ჟურნალისტი და შემდეგ ,,თავისუფალი თაობის“ წევრი, ბექა ქავთარაძე და ასევე ჟურნალისტი ზაზა სვანაძე.

ბექა ქავთარაძის ჩვენებიდან ირკვევა, რომ სანამ კიბეებზე ,,თავისუფალი თაობის“ წვერები ამოვიდოდნენ, დაასწრო ასვლა და დაპირისპირების პროცესის გადაღება შეძლო. ასევე აცხადებს რომ მიუხედავად იმისა ,რომ იძახდა პრესიდან იყო, ფიზიკურად მაინც გაუსწორდნენ,,თავისუფალი ზონის” წევრები.

ვიდეოში, ჩანს როგორ შედიან ,, თავისუაფლი ზონის“ ოფისში, ,,თავისუფალი თაობის“ წევრები და აქციის მხარდამჭერები, რომლებიც იმ ღამეს შეიკრიბნენ ,,თავისუფალი ზონის“ ოფისთან. ასევე ჩანს ,,თავისუფალი ზონის“ წევრები ჯოხებით, ნაგვის ურნებით , ასევე ჩანს კობა ხაბაზი – ვინტილიატორს როგორ ურტყამს ერთ-ერთ აქციის მონაწილეს და ა.შ. ასევე ისმის ჟურნალისტ ბექა ქავთარაძის ხმაც, რომ ის არის პრესიდან და ნუ დაარტყამენ.

ინციდენტის შემდეგ დააკავეს ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია.

როგორც ფარნაოზ ჭკადუა აცხადებს დაკავების დროს , სანამ მას შენობიდან გაიყვანდნენ, რამდენიმე ადამიანი,პოლიციის თანდასწრებით,ფიზიკურად გაუსწორდა, მისივი განცხადებით, დაკავების და ცემის ფაქტს შეესწრო, ტრისტან წითელაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და რამაზ გაგნიძე და ბევრი ადამიანი, რომელიც იმ მომენტში პირველ სართულზე იმყოფებოდა.

2 ოქტომბერი
14:00 სთ

,,თავისუფალი ზონის“ ოფისთან გაიმართა აქცია, დევიზით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თავისუფალი ზონა” როგორც პოლიტიკური სუბიექტები უნდა გაუქმდეს“ .აქციაზე გამოჩნდნენ მელორ ვაჩნაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების ,,სამშობლო გვიხმობს“ და ,,თავისუფალი თაობის“ წევრები, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ტრისტან წითელაშვილი, რამაზ გაგნიძე, გია კორკოტაშვილი, ასავალ-დასავალის ჟურნალისტები და მათი მხარდამჭერები. მობილიზირებული იყო პოლიცია რომელიც აქციის მონაწილეებს ,, ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,თავისუფალი ზონის“ წევრებისგან ყოფდა.

9 ოქტომბერს გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,თავისუფალი თაობის“ პრეზენტაცია, სადაც ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა ,, ჩვენმა სამართლიანმა და უკომპრომისო ბრძოლამ დამნაშავე ნაცმოძრაობის ყველაზე ექსტრემისტულ ფრთასთან “თავისუფალ ზონასთან” უკვე გამოიღო შედეგი, თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს სატელიტი ორგანიზაცია პირწმინდათ დავამარცხეთ და გავუყენეთ პოლიტიკური მოუსავლეთის გზას. ჩვენ დავამარცხეთ სააკაშვილ-მერაბიშვილისგან მოწამლული ახალგაზრდების ექსტრემისტული დაჯგუფება და მათი ამ დამარცხებით გადავარჩინეთ მათი სული საბოლოოდ წარწყმედას და საქართველოს უბოროტესი მტრების სიაში ჩაწერას. მაგრამ თავისუფალი ზონა არ გახლავთ ბოროტების სათავე, ის მცირე ნაწილაკი იყო იმ ბოროტებისა რომელიც სათავეს ნაციონალურ მოძრაობაში იღებს. დიახ ჩვენ ჩვენი პირველი ლოკალური ამოცანა წარმატებით განვახორციელეთ, მაგრამ მთავარი ამოცანა წინ გვიდევს და დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას ამ ამოცანის შესასრულებლად.

მინდა თანმიმდევრულად მივყვე მოვლენებს. ფაქტებზე და სხვადასხვა ჩვენებებზე დაყრდნობით გავაკეთო გარკვეული შეჯამება, მიმდინარე მოვლებთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის , განცხადებით მიხეილ სააკაშილი საქართველოში არეულობას გეგმავს, მისივე განცხადებით ყოფილმა პრეზიდენტმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს დავალებები და გეგმა მისცა, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500- კაციანი მობილური ჯგუფები, რომელიც თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ, მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნლების პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ნეგატირური ფონი…“,-განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ .მინისტრის თქმით ამ გეგმას განხორციელება არ უწერია. ლოგიკურია თუ ფლობ ინფორმაციას დავალებებისა და გეგმების შესახებ, მაშინ არანაირი საფრთხე არ უნდა არსებობდეს, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური ფონი, რადგან თუ არსებობს გეგმა 1, რომელიც ქვეყანაში სიტუაციას არევს , შესაბამისად გაჩნდება გეგმა 2 , რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებს. ნებისმიერ შემთხვევაში თუ ფლობ ინფორმაციას და დაინტერესებული ხარ ქვეყნის შიგნით იყოს მშვიდობა, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ გეგმა 1 არ განხორციელდეს. ბუნებაში რომ დავაკვირდეთ თუნდაც მტაცებელ ცხოველებს, ისინი არასდროს უახლოვდებიან მსხვერპლს ხმაურიანად. ამ შემთხვევაში თუ ბუნების კანონი ირღვევა სხვა მნიშვნელოვანი იურიდიული კანონებია დასაცავი. ლოგიკის პრინციპებს რომ არ ვუღალატოთ, დასაფიქრებელია რამდენიმე ფაქტორზე. თუ მიხეილ სააკაშვილმა ეს დავალებები კონკრეტულ პირებს მისცა და თუ არსებობს ინფორმაცია ამის შესახებ, მაშინ ცნობილი იქნება იმ ადამიანების ვინაობაც, რომლებმაც მიიღეს ეს დავალებები, რადგან სხვა შემთხვევაში ინფორმაციის სანდოობა დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუ კონკრეტული ადამიანების ვინაობა არის ცნობილი და ეს მიზნები და ამოცანები, რომელიც სააკაშვილმა მათ გაანდო და თუ ეს ყველაფერი საფრთხეს შეუქმნის ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებას და უფრო მეტიც თუ არის რაიმე კანონის საწინააღმდეგო ამ დავალებებში, მაშინ შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული, რაც იურიდიულ ენაზე რომ ვთქვათ, კონკრეტული პირების პასუხისგებაში ყოფნას მოითხოვს. თუ არ არსებობს ფაქტები , მაშინ ასეთი განცხადება , შეიძლება გახდეს სწორედ არეულობისა და ქაოსის შემცველი ჩვენს ქვეყანაში.

რაც შეეხება ასავალ-დასავალის ჟურნალისტის ,ზაზა დავითაიას, ცემის ფაქტს.
როგორც ზევით ვახსენე, ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ვერანაირად ვერ გავამართლებ მსგავს ქმედებებს, ეს იქნება ჟურნალისტებთან თუ სხვასთან დაკავშირებული, ამ შემთხვევაში სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველოში ჟურნალისტიკამ თითქოს თავისი სტატუსი დაკარგა. ჟურნალისტიკის საშუალებით ბევრი ცუდი და ბევრი კარგი რამის გაკეთებაც შეიძლება. საბოლოო ჯამში, მედიის დანიშნულება ხალხის ინფრორმირებაა, თუმცა უმთავრესი მოთხოვნაა, რომ ეს ინფორმაცია იყოს ობიექტური, გადამოწმებული და აქტუალური. სხვა საკითხია რას ჩავთვლით ობიქეტურად და სუბიეტურად , თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ჟურნალისტების პოლიტიკური შეხედულებები პირველ რიგში მათ საქმიანობაზე არ უნდა აისახოს, დღეს საერთოდ სხვა სურათია საქართველოში და მიუკერძოებლობა დღითი-დღე სხვა ცნება ხდება ქართველი ჟურნალისტებისთვის.
ვთვლი რომ ,,ასავალ-დასავალი“ წარმოადგენს კონკრეტულ მხარეს, ისევე როგორც ,, თავისუფალი ზონა“. აქ მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი პარტიის ინტერესებს იცავს, ფაქტი ერთია, თუ ჩვენ დღეს დავაყენებთ საკითხს რომ გაქრეს ,,თავისუფალი ზონა“ ასევე დადგება საკითხი გაქრეს ,, ასავალ- დასავალი“ . სხვა შემთხვევაში გვექნება უსამართლობასთან საქმე, რადგან თუ ერთი მხარეა მიკერძოებული, მეორე მხარეც იგივე სიტუაციაშია. თუმცა ჟურნალისტის მხრიდან მუქარის ტონით საუბარი , იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო განხორციელებული ბატონი ზაზა დავითაიას მხრიდან, მიუღებელია. სხვა საკითხია კონკრეტულად ,,თავისუფალი ზონის“ დანაშაული რაში მდგომარეობს, კონკრეტულად ამ ახალგაზრდებმა რა დააშავეს? კონკრეტული ფაქტები მაინტერესებს მე პირადად, იქნებ მართლაც რაიმე კანონსაწინაღმდეგოს სჩადიან და ჩვენ არ ვიცით.
თუ გვაქვს ამბიცია რომ ვიყოთ ჟურნალისტები, მაშინ პოლიტიკური ლოზუნგებით გამოსვლა არ უნდა იყოს მისაღები.
ზაზა დავითაიას ცემის შემდეგ ურთიერთსაპირისპირო ბრალდებები ინციდენტში მონაწილე ორივე მხრიდან ისმოდა . “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის ჯაბა ხუბუას განცხადებით, ზაზა დავითაიას “თავისუფალი ზონის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე “თავისუფალი ზონის” ათამდე წვერი დაესხა თავს. დავით გოგოხიამ მაშინ განაცხადა, რომ დავითაიამ ამოიცნო ერთ-ერთი თავმდამსხმელი და მისი თქმით ის იყო ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრი ფარნაოზ ჭკადუა.
საპირისპიროს აცხადებენ “თავისუფალი ზონის” წევრები. მათი თქმით გოგოხიასა და ჭკადუას მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფა დავითაიას მხრიდან განხორციელდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე აღნიშნავენ რომ შემთხვევის ადგილზე არა ათი, არამედ სამი ადამიანი იმყოფებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა. შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო გაარკვევდა ყველაფერს. ,,თავისუფალი ზონის“ წევრებს უფრო მძიმე დანაშაულიც რომ ჩაედინათ, სხვა წევრებს ამაზე პასუხი არ უნდა ეგოთ, შესაბამისად ულტიმატუმი, რომელიც ჯაბა ხუბუამ შინაგან საქმეთა სამინისტროს წამოუყენა არასწორად მიმაჩნია, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა არის მნიშვნელოვანი და მათ ულტიმატუმების ენაზე არ უნდა ვესაუბრებოდეთ.

ამის შემდეგ ,,თავისუფალი თაობა“ , ,,თავისუფალი ზონის“ წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს უერთდება, მათი განცხადებით , მათ ,,თავისუფალი ზონის “ წევრებისთვის უნდა გადაეცათ წერილი , რომელშიც გარკვეული პუნქტები იქნებოდა გაწერილი , რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვდა ,, თავისუფალი თაობა“. ,,თავისუფალი ზონის“ ოფისში , როგორვ ვიდეოდან ჩანს, არა მარტო ,,თავისუფალი თაობის“ წევრები, არამედ სხვა პირებიც შევიდნენ, თუ წერილი იყო გადასაცემი , რომლის განხორციელება შეეძლო ერთ ადამიანსაც, რატომ გახდა საჭირო ამდენი ადამიანის ოფისში შესვლა. ამის მერე რაც მოხდა კადრებიდანაც კარგად ჩანს.
ამ ყველაფერში ,,თავისუფალი ზონის“ ყველა წევრი რომ დამნაშავე ყოფილიყო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რელურად ვერც მოასწრებდა საათნახევარში გაკვეული დასკვნების დადებას, შესაბამისად ულტიმატუმი ამისთვის კარგი ფორმა ნამდვილად არ იყო. თუ თქვენ მიგაჩნიათ რომ სახელმწიფო სამსახურებზე მეტად მოაგვარებთ გარკვეულ საკითხებს, მაშინ სხვა კანონიერი გზები არსებობს ამისთვის. დღეს ულტიმატუმებით და დროის დანიშვნით ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ. მეორე ფაქტი რაც თვალში საცემი იყო,,თავისუფალი ზონის“ მხრიდან , უკავშირდება ჯოხებს, ნაგვის ურნებსა და ვინტილიატორს , რომლის გამოყენებაც ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ვიდეოდან კარგად ჩანს, შენობაში შესულ ადამიანებს ხელში არაფერი არ უჭირავთ.
რაც შეეხება ბექა ქავთარაძეს, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფებოდა როგორც ჟურნალისტი, ამ შემთხვევაშიც ვერ გავამართლებ მისი ცემის ფაქტს და როგორც აღვნიშნე , მნიშვნელობა არ აქვს ის იყო იმ მომენტში ჟურნალისტი თუ არა, ვერ გავამართლებ ასევე ფარნაოზ ჭკადუას ცემის ფაქტსაც, პოლიციის თანდასწრებით.

2 ოქტომრის აქცია,რომელიც გაიმართა ,,თავისუფალი ზონის“ ოფისის წინ, როგორც ,,თავისუფალი თაობის“ წევრები აცხადებენ, არ იყო მათი ორგანიზებული. შესაბამისად იქ გამოჩენილ აქციის მონაწილეებზეც პასუხისმგებლობას ვერ იღებენ.

პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ყველა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ეს იქნება კარგი თუ ცუდი, ეკისრება ხელისუფლებას. თუ იურიდიულ კონტექსტში განვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს, კანონი მოითხოვს დავიცვათ კანონი, მორალურად თუ შევაფასებთ არანაირი გამართლება არ აქვს ნებისმიერი მხრიდან პროვოკაციების დაგეგმვას.
მესმის რომ გაქვთ პოლიტიკური ამბიციები, მესმის რომ ყველას თავისებური ტაქტიკა გაქვთ არჩეული პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ კეთილი ინებეთ და პატივი ეცით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. პატივი ვცეთ განსხვავებულ აზრს. მიუღებლად მიმაჩნია რაიმე სახის დისკრიმინაცია.
მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, ყურადღება გავამახვილოთ ქვეყანაში არსებულ ,უამრავ პრობლემაზე, რამეთუ შევძლოთ ერთობლივად გადავჭრათ ეს პრობლემები და განვითარდეთ საზოგადოებასთან ერთად.
მივმართავ იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ვერ გაგირკვევიათ პოლიტიკაში გინდათ ყოფნა, თუ ჟურნალისტიკაში. თუ მაინცდამაინც ისე გიყვართ ეს საქმე, თავს ვერ ანებებთ და თან გაქვთ სიმპატიები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, საქმეში ნუ გამოავლენთ, იმუშავეთ კეთილსინდისიერად.
მივმართავ ხელისუფლებას, არ დაუშვას დაპირისპირება გარკვეულ ჯგუფებს შორის და აღმოფხვრას ყველა ის არა კანონიერი ქმედება, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციასა და ანარქიას შექმნის.
ბოლოს კი მივმართავ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, ქართულ საზოგადოებას, იმ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებს ,რომელსაც ნამდვილად შეიძლება დღეს საზოგადოება ვუწოდო. ნება, ეს არის ყველაზე დიდი ძალა, რაც ყველაფერზე მაღლა დგას, თუ ნება არის რომ შვიდობიანად ვიცხოვროთ ერთად , ეს ასეც იქნება. რომ დავფიქრდეთ გასაყოფი ჩვენ ერთამენთში არაფერი არ გვაქვს, ნუ დავკარგავთ დროს ერთმანეთის დაპირისპირებაში. მე დარწმუნებული ვარ ყველაზე დიდ როლს, ამ დიდ გამოწვევებში, საზოგადოება შეასრულებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი