მთავარი კულტურა კინო ლეონარდო დიკაპრიო სამსახიობო კარიერას გაურკვეველი ვადით წყვეტს?!

ლეონარდო დიკაპრიო სამსახიობო კარიერას გაურკვეველი ვადით წყვეტს?!

შესაძლოა, ლეონარდო დიკაპრიოს სამსახიობო როლი  საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ვიხილოთ. დიკაპრიოს  სამომავლო გეგმის შესახებ, ჰოლივუდური გამოცემების წყაროები ალაპარაკდნენ. მათი მტკიცებით, დიკაპრიო ამის თაობაზე ძალიან მალე თავადაც გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას. აღნიშნულ ცნობებს ჰოლუვუდის მსახიობის უკანასკნელი გადაწყვეტილებაც ამყარებს – ოფიციალური ინფრომაციის თანახმად, ლეონარდომ, უარი თქვა სტივ ჯობსის როლის შესრულებაზე ბიოგრაფიულ ფილმში, რომელსაც კრიტიკოსები გადაღებების დაწყებამდეც კი დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. ამჟამად უცნობია, თუ რატომ გამოეთიშა დიკაპრიო საკუთარი სურვილით  პროექტს, ლოგიკური და სავარაუდოა, რომ  ეს  მისი კარიერული პაუზის შესახებ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საიტზე თაყვანისმცემლები დიდ ინტერესსა და უკმაყოფილებას გამოხატავენ მსახიობის შესაძლო გადაწყვეტილების შესახებ, თუმცა, დანამდვილებით ჯერ არაფერია ცნობილი.

Leonardo_DiCaprio

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი