მთავარი საერთო “კოლექტიური ისტერია” საფრანგეთში

“კოლექტიური ისტერია” საფრანგეთში

0 958

“კოლექტიური ისტერია” – ასე უწოდებს მედია საფრანგეთში დაწყებულ კლოუნების მიმართ შიშს. ოქტომბრის თვეში, მთელი საფრანგეთის მასშტაბით  კლოუნის ფორმაში გამოწყობილმა თავდამსხმელებმა არაერთი ადამიანი დააყაჩაღეს. ამ ფორმით, კრიმინალის პირველი შემთხვევები ამერიკაში მოხდა, რის შემდეგაც, მგზავრების შეშინება საფრანგეთშიც დაიწყეს. ამ ფორმას ძირითადად ახალგაზრდები ატარებენ. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის პოლიციამ 18 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელმაც 30 წლის მამაკაცი სცემა. შემზარავი კლოუნის ფორმაში ჩაცმული ადმაიანები იარაღსაც ატარებენ და მისი მუქარით ადამიანებს ფულს, ტელეფონს და ძვირფასეულობას ართმევენ. პროცესს ვიდეოზე იღებენ და ინტერნეტში ათავსებენ. ჰელოუინის დადგომა  კი, ამ შიშს კიდევ უფრო  ამძაფრებს.

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი