მთავარი თვითმხილველი ილიას უნივერსიტეტში ლექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ილიას უნივერსიტეტში ლექტორს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

დღეს, 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორს – 33 წლის მაკა წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. როგორც თვითმხილველი ყვება,   მან გასროლის ხმა ოთხჯერ გაიგონა . წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლს ყოფილმა მეუღლემ  ესროლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა. ამ ეტაპზე მაკა წივწივაძის შესახებ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ის ილიას უნივერსიტეტში ინგლისურის მიწვეული ლექტორი იყო.

ჯერ-ჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას, შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო,  საპატრულო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი