მთავარი მსოფლიოს ქვეყნები ერთსქესიანთა ქორწინება ა.შ.შ-ს კიდევ 7 შტატში ხდება ლეგალური

ერთსქესიანთა ქორწინება ა.შ.შ-ს კიდევ 7 შტატში ხდება ლეგალური

როგორც ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, ა.შ.შ-ს  კიდევ 7 შტატი ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო და სასამართლო ორგანო შესაბამისად განიხილავს ამ ინიციატივას, “LGBT”  წყვილებს შეეძლებათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ოფიციალურად იქორწინონ. ეს ახალი ინიციატივა შეეხება : ინდიანას, ოკლაჰომას, უტაჰის, ვირჯინიას, ვისკონსინის, კოლორადოსა და ნევადას შტატშს.

ეს ცვლილება, იმ შტატთა რიცხვს, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურია, გაზრდის 26- მდე და ამას ემატება კოლუმბიის ოლქიც.

როგორც ა.შ.შ – ს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს,  ნელ-ნელა შქმნას ისეთი გარემო, სადაც “LGBT” პირები თავს სრულფასოვნად იგრძნობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებების მიღებისათვის ძალიან დიდი წინასწარი სამუშაოა ჩასატარებელი, რომელშიც ამერიკის ყველა სახელისუფლებო განშტოება უნდა ჩაერთოს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი