მთავარი საერთო სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

0 1082

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს – ამ სახელწოდების აქცია , დღეს ბათუმში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა გამართეს. აქციის მონაწილეებმა ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებსა და ბოძებზე უკრაინის დროშის ფერის ლენტები დააბნიეს და ერთხმად გააპროტესტეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის რევაზ ხარაზის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდასაჭერი აქციები რეგიონში პერმანენტულად გაიმართება. მან ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია უკრაინელი მოსახლეობის ნაწილის ზღვისპირა ქალაქში ჩამოყვანა და ოჯახებში დაბინავება.

 

ავტორი: მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი