მთავარი სპორტი საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა, ქეცბაია კი წასვლაზე ალაპარაკდა

საქართველო ირლანდიასთან დამარცხდა, ქეცბაია კი წასვლაზე ალაპარაკდა

0 1366

7 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე, გაიმართა უეფას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა, სადაც საქართველოს ნაკრები, ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თავისი ფიზიკური დაპირისპირებებით და ულამაზესი გოლებით. ორივე გუნდს, შეხვედრაში გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა. ქართველთა მხრიდან, ლიდერობა თორნიკე ოქრიაშვილმა ითავა, ხოლო ირლანდიელებიდან, განსაკუთრებულად ეიდენ მეკგიდი აქტიურობდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით, 1-2 დამარცხდა, სადაც ლომის წვლილი, სწორედ ეიდენ მაკგიდს მიუძღვის.

შეხვედრა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საგოლე მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. პირველი გოლი კი 24-ე წუთზე გავიდა. ქართველი მცველების ელემენტარული შეცდომის შედეგად, ეიდენ მაკგიდი, ლორიასთან პირისპირ აღმოჩნდა და ანგარიშის გახსნა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ გაშვებული გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ფსიქოლოგიურად არ გატყდა და მაკგიდის გოლს, 15 წუთში ოქრიაშვილმა უპასუხა. თორნიკემ, ინდივიდუალურად ბრწყინვალედ დაამუშავა ბურთი და შორეული დარტყმით, ულამაზესი გოლი გაიტანა. გადამწყვეტი გოლი კი თამაშის მიწურულს, 90-ე წუთზე გავიდა. გოლი კვლავ მაკგიდის ანგარიშზეა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი მედიის წინაშე წარსგდგა.

მარტინ ო’ნილი: ”პირველ რიგში მინდა შევაქო ეიდის მაკგიდი, რომელმაც თავი არ დაზოგა და წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. ვთვლი, რომ იგი, ინგლისის პრემიერ ლიგაში, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია. წინა თამაშებისგან განსხვავებით, სათამაშო ხარისხი აშკარად გაუმჯობესებული გვაქვს. მთელი თამაშის განმავლობაში ტერიტორიულ უპირატესობას ვფლობდით და პასებსაც კარგად ვანაწილებდით. გაშვებულ ბურთს მშვიდად შევხვდით, კონცენტრაცია არ დავკარგეთ და ჩვეულ რითმში გავაგრძელეთ თამაში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სტუმრად თამაშის დროს ბურთს აკონტროლებ. ამ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების  რამოდენიმე თამაშს ვუყურე და სწორედ ამიტომ დიდი სიფრთხილით თამაში გვმართებდა. საქართველოს ჰყავს ბრწყინვალე ტალანტები, მაგრამ დღეს მათ ჩვეული თამაში ვერ აჩვენეს. მართალი გითხრათ გამიკვიდრა, როდესაც ბოლო წუთებზე მეტოქე გუნდი, მთელი შემადგენლობით იცავდა თავს. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ 1 ქულაზე თამაშობდენ.”

თემურ ქეცბაია: ”სამწუხაროა, როდესაც ისეთ თამაშს აგებ, სადაც დამარცხებას ნამდვილად არ იმსახურებ. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა. დამეთანხმებით, რომ ეს არ არის ის ფეხბურთი, როგორსაც ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ბიჭები ბოლომდე არ დაიხარჯნენ. სანახაობრივი ფეხბურთი არ გვითამაშია, მაგრამ დაგეგმილი რაც გვქონდა, ფაქტობრივად 99%-ით შევასრულეთ, იმ 1%-ში კი დავისაჯეთ. გელაშვილის თამაშით კმაყოფილი ვარ, იგი ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა. მჭედლიძე სტატიკური ტიპის ფორვარდია, ნიკოლოზი კი სიღრმიდან თამაშობს და სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი გელაშვილზე. პრობლემებზე ლაპარაკი გარედან ადვილია, მაგრამ რეალური პრობლემა არავინ იცის, შიგნიდან, ყველაფერი სხვანაირადაა. სიმართლე რომ გითხრათ დავიღალე. 5 წელია რაც ნაკრებს ვწვრთნი და შედეგი არ იდება, ძალიან ბევრს ყელში ამოუვიდა. ყველა შემტევ ფეხბურთს მთხოვს და საქართველოს ჩემპიონატიდან გამომდინარე, რომელ შემტევ ფეხბურთზე უნდა გქონდეს ლაპარაკი. არ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შეტევაში გუნდის ლიდერობას აიღებენ საკუთარ თავზე. ოქრიაშვილმაც რამდენი უნდა გააკეთოს. მომდევნო 2 თამაში გადაწყვეტს ჩემს მომავალს. თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დავკარგეთ, ჩემს მწვრთნელობას აზრი აღარ ექნება.”

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი