მთავარი ეს საინტერესოა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დაფარული გზავნილი მომხმარებელს

მსოფლიოში ცნობილი ბრენდების დაფარული გზავნილი მომხმარებელს

ყოველდღიურად უამრავ ლოგოს ვხედავთ : ბანერებზე, მაღაზიებში, სატელევიზიო რეკლამებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში. ზოგიერთი იმდენად ცნობილია, რომ საკმარისია შევხედოთ და მაშინვე ვხვდებით თუ რომელ ბრენდს ეკუთვნის. მოცემულ სტატიაში თავმოყრილია ყველასათვის კარგად ნაცნობი ლოგოები, რომლებიც მომხმარებლისათვის განკუთვნილ დაფარულ გზავნილს შეიცავენ.

 

Baskin Robbins

 

3f2a3c66-bb94-4bdc-a83f-903328c3cb19

კარგად დააკვირდით „ბასკინ რობინსი”-ს ლოგოს. წარწერის ვარდისფერი ნაწილი აღნიშნავს რიცხვ 31-ს.  სწორედ ამ რაოდენობის ტკბილეულის სახეობას გთავაზობთ ნაყინის მწარმოებელი ეს კომპანია.

 

 

Formula 1

52cdf5f3-4dd8-402c-af99-4658ebeb9016

თუ დააკვირდებით ლოგოს, ასო F-სა და სიჩქარის  აღმნიშვნელ წითელ სიმბოლოს შორის ციფრ ერთს   შეამჩნევთ.

 

 

 VAIO

92807643-3f29-481d-a24b-229ac9628f50

ერთი შეხედვით ლოგოზე მხოლოდ წარწერა VAIO იკითხება. თუ უკეთ დავაკვირდებით, დავინახავთ , რომ პირველი ორი ასო ანალოგიური სისტემის, ხოლო ბოლო ინიციალები დიგიტალური სისტემის სიმბოლოებს წარმოადგენენ.

 

 

Hope for African Children Initiative

017b35e9-a2e2-446e-a4c2-e8dc70e007cf

აფრიკელ ბავშვთა დახმარების ასოციაციის “Hope For African Children Initiative” – ს   ლოგო, ერთი შეხედვით, ამავე კონტინენტის რუკას წარმოადგენს. მისი ყურადღებით დათვარიელების შემდეგ, აღმოვაჩენთ, რომ მასზე მოზრდილი ადამიანისა და ბავშვის გამოსახულებაა, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ დგანან.

 

 

Amazon

 

90884542-4b48-4d36-b6a5-d8950ab0ac44

Amazon.com ყველასათვის ცნობილი ონლაინ გაყიდვების ვებ გვერდია. კარგად დააკვირდით წარწერის ქვემოთ მოთავსებულ ნარინჯისფერ ისარს. ის აღნიშნავს, რომ amazon.com-ზე ყველანაირი სახეობის პროდუქციის შეძენა შეუძლია მომხმარებელს , რომელთა ჩამონათვალი  ანბანის პირველი ასო A-დან მის უკანასკნელ ასო Z-მდეა მოცემული.

 

 

Wendy’s

 

a471f39d-132e-419e-8f42-b357f97d7793

თუ დააკვირდით ლოგოზე გამოსახული გოგონას,  ვენდის საყელოს, ამოიკითხავთ სიტყვას – „MOM”. ამ ყველაფრის იდეა მდგომარეობს რეკლამაში:  მომხმარებლისათვის ვენდისის საკვები ოჯახში მომზადებულ ეკოლოგიურად ჯანსაღ კერძებთან  უნდა ასოცირდებოდეს.

 

 

Coca Cola

93ec1a8e-5547-4eaa-b3e1-86e6df5a4e5e

რაც შეეხება “კოკა კოლა”-ს ლოგოს, მას საინტერესო ისტორია აქვს. კარგად დააკვირდით ასო „o”-ს . რაიმეს  ამჩნევთ? თუ არა, ეს გასაგებიცაა, რადგან უმეტესობა  განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს ამ წარწერაში. სინამდვილეში, ეს დანიის დროშაა, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ სახელმწოფოდაა აღიარებული.  აღსანიშნავია, რომ  იდეა თავიდანვე არ ყოფილა ჩადებული ლოგოს შექმნაში. ის მხოლოდ მოგვიანებით შეამჩნიეს მწარმოებლებმა და მალევე გამოიყენეს სარეკლამო კამპანიად : Coca Cola-ს   პრომო აგენტები განთავსდნენ დანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აეროპორტში, სადაც ამავე სახელმწიფოს დროშებით ხვდებოდნენ ხალხს.

ახლა კიდევ ერთხელ დააკვირდით ლოგოს გამოყოფილ ასო „o“-ს და შეადარეთ ის დანიის სახელმწიფო დროშას.

e3ac8cd5-9567-495c-adee-e187e4b1d4fe

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი