მთავარი სპეც რუბრიკა ერაყი მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში

მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში

ქობულეთში ადგილობრივებმა მუსლიმთა სასწავლებლის გახსნა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ისინი ლერნომტოვის ქუჩაზე, მედრესის წინ შეიკრიბნენ სლოგანებით შევაჩეროთ თურქული ექსპანსია! ჩვენ არ გვჭირდება რელიგია უცხოური ფულით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კონტიგენტის სიმცირის გამო ქობულეთში მედრესის ფუნქციონირების საჭიროება არ არსებობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი პროტესტს გააგრძელებენ და ადგილზე მედრესის გახსნას არ დაუშვებენ.

ქობულეთის მუფთის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო გამოყოფს ალტერნატიულ ტერიტორიას და აუშენებენ შენობას, მედრესში იმ დღესვე შეწყდება სწავლა. ასლან ბერიძის განმარტებით, სასწავლებელი 40 მდე მოსწავლეს დღეს მიიღებს, ხოლო სწავლება ქართულ ენაზე იქნება.

ავტორი: მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი