მთავარი სპეც რუბრიკა ერაყი ისლამურმა სახელმწიფომ ამერიკელი მძევლის თავის მოკვეთის ვიდეო გამოაქვეყნა

ისლამურმა სახელმწიფომ ამერიკელი მძევლის თავის მოკვეთის ვიდეო გამოაქვეყნა

ისლამური სახელმწიფოს სამხედროთა დაჯგუფებამ გამოაქვეყნეს ამერიკელი მძევლის სტივენ სოტლოფის თავის მოკვეთის ვიდეო-მტკიცებულება.

სოტლოფი გაიტაცეს  2013 წლის აგვისტოში სირიაში. სოტლოფის დედამ 27 აგვისტოს ვიდეომიმართვა გაუგზავნა ისლამური სახელმწიფოს თვით-გამოცხადებულ ხალიფას, რათა გაეთავისუფლებინა თავისი შვილი.

მანამდე კი, დაჯგუფებამ 19 აგვისტოს  გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ამერიკელი მძევლის ჯეიმს ფოლის თავის მოკვეთა. დაჯგუფების წევრების განცხადებით ეს სიკვდილით დასჯა იყო შურისძიება აშშ-ის ავიაიერიშებზე, რომელიც განახორციელდა ერაყში მათი მებრძოლების წინააღმდეგ.

აღნიშნული ვიდეო გამოქვეყნდა მას შემდეგ რაც აგვისტოში  აშშ-მა   ერაყში ავიაიერიშები განაახლა.

3 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი