მთავარი საერთო თვითნებურად შესახლებულები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან

თვითნებურად შესახლებულები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან

0 877

ხელვაჩაურის 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულებმა დღეს ბათუმი-ხულოს დამაკავშირებელი გზა ხელვაჩაურის მონაკვეთზე რამდენიმე წუთით გადაკეტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მთავრობაში სტიქიის აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბია შექმნილი, ისინი ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა დასახმარებლად ამ დრომდე არ მისულან. ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ძლიერი წვიმისა და ქარის გამო საცხოვრებელი სახლები და საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდათ, წვიმის შედეგად დატბორილი სახლებიდან კი წყლის ამოტუმბვას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ადგილობრივები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ, მათი თქმით განსაკუთრებით ყურად საღებია პატარა ბავშვების ბედი, რომლებსაც დატბორილ სახლებში უხდებათ ცხოვრება, მათი თქმით შექმნილი სავალალო სიტუაცია, შესაძლოა სხვადასხვა დაავადებების აფეთქების კერად იქცეს. აქციაზე იმყოფებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, თუ ხელისუფლება დღეს ამ ადამიანების მიმართ ყურადრებას არ გამოიჩენს, ისინის ხვალიდან ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

 

 

ავტორი: მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი