მთავარი პოლიტიკა გიორგი აბაშიძის ახალი დეტალები

გიორგი აბაშიძის ახალი დეტალები

1 1258

ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ყოფილი თავმჯდომარის ასლან აბაშიძის შვილი სამართალდამრღვევლად ცნო. გიორგი აბაშიძე სამართალდამცავებმა 12 სექტემბერს ბათუმში სასტუმრო შერატონთან ნარკოლოგირი შემოწმების მიზნით დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით, დღეს ბათუმში სასამართლო პროცესი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. მოსამართლის განმარტებით, გიორგი აბაშიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებას ექიმის დანიშნულების გარეშე, რომელსაც კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
გიორგი აბაშიძემ ჯარიმა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.
სასამართლო სხდომას თავად გიორგი აბაშიძე არ ესწრებოდა, რადგან, როგორც ადვოკატმა რამინ პაპიძემ განმარტა, ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე ის სამკურნალოდ მოსკოვში გაემგზავრა. სასამართლოს მიმდინარეობისას ადვოკატმა მტკიცებულების სახით წარმოადგინა მოსკოვიდან გამოგზავნილი ექიმის დანიშნულება და განმარტა, რომ გიორგი აბაშიძეს გულის პრობლემა აწუხებდა და სწორედ, ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი შეიცავდა მეტადონს. მისივე მტკიცებით, გიორგი აბაშიძეს მეტადონის შემცველი ნივთიერება მიღებული ჰქონდა რუსეთის ტერიოტრიაზე 27 აგვისტომდე მანამ, სანამ ის საქართველოში გამოემგზავრებოდა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ მეტადონი ადამიანის ორგანიზმში მაქსიმუმ 7-10 დღე რჩება. ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი აბაშიძე 12 სექტემბერს გადაიყვანეს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში შემოწმებისნ მიზნით და თუკი მეტადონის შემცველი მედიკამენტი 27 აგვისტოს ჰქონდა მიღებული, მას ნარკოტიკის მომხარება არ დაუდგინდებოდა, რადგან 10 დღეზე მეტი იყო გასული. გიორგი აბაშიძის ადვოკატი რამინ პაპიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებს ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოში.

ავტორი: მარი კეკელიძე

1 კომენტარი

  1. მეტი პრობლემა ეტყობა აღარ არის საქართველოში და დასდევენ ხალხს, გადაყავთ ნარკოლოგიურში, რომ როგორმე შეავსონ ბიუჯეტი.

დატოვეთ კომენტარი