მთავარი საერთო ბათუმში, უამინდობის შედეგად, სასმელი წყალი დაბინძურდა

ბათუმში, უამინდობის შედეგად, სასმელი წყალი დაბინძურდა

2 1180

გვიან ღამით, აჭარის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ძლიერი წვიმისა დ ქარის გამო, ჯაფარიძის 17 ნომერში მშენებარე ობიექტის კედელი ჩამოინგრა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ამის შესახებ, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა განაცხადა. მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზის ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე „ჩაქვის წლის“ კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, რამდენიმე წუთით სატრანსპორო მოძრაობა პარალიზებული იყო“.
მისივე თქმით, უამინდობის შედეგად, სასმელი წყალი დაბინძურდა, რის გამოც თამარის დასახლებაში წყლის მიწოდება შეწყვეტილია. ხოლო რაც შეეხება დატბორვებს და სხვა სახის დაზიანებებს ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება რეგიონში.

10606355_344033615758106_5992068068926995429_n

 

 

ავტორი: მარიამ კეკელიძე

2 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი