მთავარი საერთო ბათუმში საავტორო კინოს მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

ბათუმში საავტორო კინოს მეცხრე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

0 1058

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ სექციაში გასცა და კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენები საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გამოავლინა.

BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (რომან ბალაიანი, ალისა სიმონი, პაველ ივანოვი, მიხაილ სტამბოლციანი და ზაზა ურუშაძე) შემდეგი პრიზები გასცა:

გრანპრი – „ფრენკი“, ლენი აბრაჰამსონი, გაერთიანებული სამეფო/ირლანდია, 2014

ჟიურის სპეციალური პრიზი- „პატარძლები“, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/საფრანგეთი, 2014

საუკეთესო რეჟისურა – ივან ი. ტვერდოვსკი, „გამოსასწორებელი კლასი“, რუსეთი/გერმანია, 2014

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ირფან ხანი – „ლანჩბოქსი“, ინდოეთი/საფრანგეთი/გერმანია/აშშ, 2013

საუკეთესო მსახიობი ქალი – სილვი მარინკოვიჩი – „განკურნება“, შვეიცარია/ხორვატია, ბოსნია-ჰერცოგოვინა,2014
BIAFF 2014-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსისსექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ (ანდრიუს სტონისი, პაველ ლოზინსკი, ულვი მეტი, მიროლ იუბვუსკოვიჩი და ანა ძიაპშიპა) შემდეგი პრიზები გასცა:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „მაიდანი“, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/ნიდერლანდი, 2014

 

ავტორი: მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი