მთავარი კულტურა ბათუმობა 2014

ბათუმობა 2014

დღეს „ბათუმობაა“. ქალაქის დაარსებიდან 126 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩა დილიდან გადაკეტილი იყო. აქ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა.  “ბათუმობა 2014″-ის ოფიციალური აღნიშვნა სასტუმრო „კემპინკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო.  ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლებს საზეიმო ვითარებაში უმასპინძლეს.

ღონისძიების ფარგლებში ბათუმელებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლი და ბათუმის გათავისუფლებისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მემედ აბაშიძის გამზირზე სადღესასწაულოდ სხვადასხვა გამოფენა მოეწყო.

ბატუმ
ბატუმეეე

ბატტტტ

ევროპის მოედანზე ძველი და ახალი თაობის ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა, ხოლო საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე „ბათუმის აკადემიის“ საპატიო წევრის კურთხევის რიტუალი ჩატარდა.

 საღამოს დასკვნით ნაწილში საპატიო ბათუმელის დაჯილდოების ცერემონიისადმი მიძღვნილი კონცერტი საზაფხულო თეატრში გაიმართება. დღესასწაული,  რომელსაც ადგილობრივებთან ერთად სტუმრებიც ზეიმობენ, უკვე მესამე წელია აღინიშნება.

„ბათუმობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის ბიუჯეტიდან 135 ათასი ლარი გამოიყო.

 

ავტორი: მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი