მთავარი მოდა ახალი ბრენდი ,,ირაკლეონი“ ქართულ სილამაზეს 25 საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს

ახალი ბრენდი ,,ირაკლეონი“ ქართულ სილამაზეს 25 საერთაშორისო კონკურსზე წარადგენს

1 5636

საქართველოში სამოდელო ბიზნესი ნამდვილად არ ყვავის, თუმცა რაღაც ძვრები ნამდვილად შესამჩნევია. ქართველი მოდელები, ყველაზე პრესტიჟული სააგენტოებიდან, სახარბიელო ანაზღაურებას რომ არ იღებენ, არც ამას სჭირდება დიდი მტკიცება, მაგრამ მოდის სფეროს მიმართ, განსაკუთრებით კი სილამაზის კონკურსების მიმართ ინტერესი ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს. დღეს ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოდ ,, იმიჯ ცენტრი“ ითვლება, სწორედ ეს სააგენტო ფლობს , რამდენიმე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის ოფიციალურ ლიცენზიას, მათ შორის ,,მისს საქართველოს“ ორგანიზატორია.

1890337_690685507643391_538127282_oქართველი მისების მიმართ, კრიტიკული დამოკიდებულება საზოგადოებაში  მუდმივად არსებობდა თუ არ ჩავთვლით 2003 წელს, როდესაც ,,მის საქართველო“ ირინა ონაშვილი გახდა. დღესაც ,,მისს საქართველოსთან“ სწორედ ირინა ონაშვილი ასოცირდება.

15131360220977

2013 წლიდან, ქართული მოდის ასპარეზზე, გამოჩნდა ახალი ბრენდი „ირაკლეონი“ რომელიც არის, ორგანიზატორი მოდის ჩვენებებისა და სილამაზის კონკურსების.

ბრენდი ფლობს 25 საერთაშორისო სილამაზის კონკურსში მონაწილეობის ექსკლუზიურ ლიცენზიას. მისი დამფუძნებელი არის, ახალგაზრდა, ნიჭიერი დიზაინერი, რომელიც მოდის ისტორიას ამერიკაში სწავლობდა, ირაკლი საქართველოში სწორედ მოდის სფეროში დაბრუნდა, სადაც ის ახალი სიტყვის თქმას აპირებს.

10463998_1629120590645732_7589624508325287818_n

,,შენი მედია გუნდი“ დაუკავშირდა ,,ირაკლეონის“ დამფუძნებელს, დიზაინერს ირაკლი კახნიაშვილს, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია ახალი ბრენდის შესახებ და ასევე გაგვაცნო სამომავლო გეგმები.

- მოგესალმები ირაკლი, დავინტერესდით შენი ახალი ბრენდით, პირველ რიგში გვაინტერესებს რას ემსახურება ,,ირაკლეონი“?

-გამარჯობა, მადლობა რომ დაინტერესდით ჩვენით.  ,,ირაკლეონი“ არის ბრენდი , რომელიც ემსახურება ქართულ სილამაზეს.

-ჩვენთვის ცნობილია, რომ  ათი წელი ამერიკაში ცხოვრობდით,რატომ დატოვეთ საქართველო და რას საქმიანობდით შეერთებულ შტატებში?

-საქართველო დავტოვე სწავლის მიზნით და ამერიკაში ვეცნობოდი მოდის ისტორიას.

-რატომ გადაწყვიტე საქართველოში სამოდელო ბიზნესში ჩაბმა და როგორ აპირებ კონკურენცია გაუწიო სხვა სამოდელო სააგენტოებსა და დიზაინერებს?

 -მოდის სფეროში აქტიურად ჩართვა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მიყვარს ხელოვნება, ამიტომ არც ვფიქრობ გავუწიო სხვა სააგენტოებს კონკურენცია, რადგან თუ გიყვარს ის რასაც აკეთებ, გამოგდის ისე როგორც უნდა იყოს, ამიტომ სხვებზე არასდროს ვამახვილებ ყურადღებას, საკუთარი თავისგან კი ვითხოვ მაქსიმუმს და მაღალი ხარისხი, თავისთავად ჩემი ყურადღების ცენტრში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

-რას გეგმავ უახლოეს მომავალში?

-უახლოეს მომავალში ვგეგმავ, საერთაშორისო  სილამაზის კონკურსის ჩატარებას, რომლის ფინალიც 1-ელ ნოემბერს გაიმართება, გამარჯვებული კი გაემგზავრება ,,მსოფლიო ტოპ მოდელის“ ტიტულის მოსაპოვებლად.

-როგორ წარმოგიდგენია საქართველოში მოდის სფეროს განვითარება?

-ისე როგორც ყველაფერი, მოდაც ვითარდება საქართველოში. ამ მხრივ პროგრესი საქართველოშიც იგრძნობა, მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, ბევრი მუშაობა და ლამაზი ადამიანების უფრო გააქტიურება.

-რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ,,ირაკლეონის“მოდელები და რა პერსპექტივები გააჩნიათ მათ მსოფლიო მოდის ასპარეზზე?

-მოდელების სტანდარტებს რაც შეეხება, პირველ რიგში ისინი უნდა იყვნენ მონდომებულები რომ მაქსიმალურად კარგად გამოიყურებოდნენ, რაც გულისხმობს გარკვეული სტანდარტების დაცვას, ამიტომ ფსიქოლოგიური მზაობა აუცილებლად უნდა არსებობდეს. 1.72 სმ-ზე მაღალი გოგოები, მოდელობას მიმართავს, მასზე დაბალი კი ფოტო-მოდელობას, ასე რომ ,,ირაკლეონი“ ყველანაირ სილამაზეს ემსახურება.ჩვენს სააგენტოში მყოფ მოდელებს, გააჩნიათ დიდი პერსპექტივები, ჩვენი მიზანია საერთაშორისო ბაზარზე, ადგილი დაიმკვიდრონ და  სამოდელო სფეროში ჰქონდეთ მაღალი ანაზღაურება.

10603337_1689912141233243_2624561552873664101_n10556322_1677141885843602_2668198505668248948_n

-რამდენად აკმაყოფილებენ ქართველი მოდელები საერთაშორისო სტანდარტებს?

 -რამდენად აკმაყოფილებენ არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი მოდელებით კმაყოფილი ვარ.

-რომელ საერთაშორისო სილამაზის კონკურსებთან თანამშრომლობ?

-ვთანამშრომლობ ბევრ საერთაშორისო კონკურსებთან, მათ შორის  მსოფლიოს სილამაზის ორგანიზაციისა და მსოფლიოს სილამაზის კონგრესის გენერალური დირექტორი ვარ.

- როგორც დიზაინერი, რა სიახლეებს სთავაზობ ქართველ მომხმარებელს და მუშაობ თუ არა ახალ კოლექციაზე?

-ახალი კოლექციის პრეზენტაცია იქნება ძალიან მალე და იმედი მაქვს მოეწონება ქართველ მომხმარებელს?

10500304_1629120120645779_4679691448216009510_n

10464037_1629120720645719_1885410013976973932_n

10406785_1629120553979069_6090507638692991004_n10479187_1629120260645765_1530151073649307704_n

 

 

 

-ვინ ან რა არის შენი შთაგონების წყარო?

-შთაგონების წყარო ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს დაწყებული ცხოველიდან, დამთავრებული ბუნებამდე,  გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.

-რა წარმატებები გხვდა წილად?

-დღეს, ვაკეთბ იმას რაც მიყვარს და მყავს გუნდი, რომელსაც სჯერა ჩემი.

 

-,,შენი მედია გუნდის“ სახელით მადლობა მინდა გადაგიხადო, წარმატებებს გისურვებთ.

-მადლობა თქვენ, რომ ხართ აქტიურები და ინტერესდებით ქართული მოდის განვითარებით.

 

 

ავტორი: მარიამ ქობულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი