მთავარი ამინდი აჭარის სანაპიროებზე ხუთ ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

აჭარის სანაპიროებზე ხუთ ბალიანი შტორმი დაფიქსირდა

0 1230

აჭარის სანაპიროებზე 5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდა. ამის შესახებ, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა.

თურმანიძის თქმით, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად ხელვაჩაურის სოფელ მაჭახელაში, ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩასა და ჩოლოქის გზატკეცილზე ხეები წაიქცა, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა სამაშველო სამსახურის ოპერატიული მუშაობის შედეგად ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია. გადაუღებელი წვიმის გამო, ამ დრომდე აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრში მოქალაქეების მხრიდან ზარი არ შემოსულა. სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაგროვილი წყალი გაედინება მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომელიც შტორმის შემთხვევაში გაწმენდას უზრუნველყოფს. მამუკა თურმანიძის განცხადებით, მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი, სადაც განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოფისი. აღსანიშნავია ისიც, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ჩაქვის წყალის დონე მოიმატა. ადგილობრივების ინფორმაციით დაბა ჩაქვში , რამდენიმე ოჯახის ეზო და სარდაფები დაიტბორა.
10325296_342065835954884_3655160065201924356_n

10363488_342067292621405_8127360420843551503_n

10365775_342067305954737_1820326430684672214_n

10403646_342065969288204_2920746017846692111_n

10431521_342066095954858_2126442312466625213_n

10454290_342067359288065_2890691256299628512_n

10645147_342065995954868_6185229030906292828_n

10665047_342067409288060_7368684014513989123_n

10671477_342065849288216_6934025084690452155_n

10689916_342066112621523_7939981355635604483_n

ავტორი:მარი კეკელიძე

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი