აჭარაში ოთხ ბალიან შტორმს ელოდებიან
სამი საათია უკვე აჭარაში გადაუღებლად წვიმს. კოკისპირული წვიმის გამო, ხელვაჩაურის 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულთა საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები. შექმნილი მგომარეობის გამო, მოსახლეობა აჭარის მთავრობას დახმარებას სთხოვს, თუმცა ამ დრომდე ე.წ „ოცნების ქალაქში“ ხელისუფლებისგან არავინ გამოჩენილა.
უამინდობის გამო, გადაადგილება უჭირთ სატრანსპორტო საშუალებებს. შეფერხებულია ქობულეთი-ბათუმის ცენტრალური გზის ჩაქვის მონაკვეთი. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებებლი სიტუაციის მართვის სამსახურის უფროსი მამუკა თურმანიძე აცხადებს, აჭარის სანაპიროზე 4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ მცურავი საშუალებებისა და დამსვენებლებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.
ავტორი: მარი კეკელიძე
mustak