მთავარი შოუბიზნესი ჯენიფერ ლოურენსს და ქრის მარტინს რომანი აქვთ?!

ჯენიფერ ლოურენსს და ქრის მარტინს რომანი აქვთ?!

0 2478

E!NEWS-ის ექსკლუზივმა მთელი ჰოლუვუდი აალაპარაკა. ინფორმაციის თანახმად, The Hunger Games-ის ვარკვლავი და ახალგაზრდა ოსკაროსანი მსახიობი, ჯენიფერ ლოურენსი ცნობილი როკ-ჯგუფის Coldplay-ს სოლისტს – ქრის მარტინს ხვდება.

როგორც ყვითელი პრესა ამტკიცებს, ისინი ერთმანეთს დაახლოებით 1 თვეა რაც  ხვდებიან.  ჯენიფერი და ქრის მარტინი ჟურნალისტებმა ერთად 1 ივლისს დააფიქსირეს ლონდონში წვეულებაზე. მაშინ არავის აუღია ეჭვი ლოურენსისა და მარტინის რომანზე, რამდენადაც ჯენიფერს თავისი მეგობარი ბიჭი – ლიამ ჰემსვორთი ახლდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი დაშორდნენ და ახალგაზრდა მსახიობს უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ ქრის მარტინთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ ქრის მარტინი სულ რამდენიმე თვეა რაც მეუღლეს, გვინეტ პელტროუს გაშორდა. მათ ერთად 10 წელი იცხოვრეს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი