მთავარი კულტურა ქართველი მუსიკოსების ექსკლუზივი საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალზე ბერჟერაკში

ქართველი მუსიკოსების ექსკლუზივი საზაფხულო მუსიკალურ ფესტივალზე ბერჟერაკში

10556974_713510515352877_4214901955914130731_o
საზაფხულო მუსიკალური ფესტივალი საფრანგეთის პატარა ქალაქ ბერჟერაკში ტარდება, მისი ორგანიზატორია ასოციაცია ‘’ABC MUSIQUE’’. ამ ღონისძიებაზე საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამაა წარმოდგენილი. ბერჟერაკი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და პატარა ქალაქია, რომელიც თავისი უნიკალური ვაზის ჯიშებით და ღვინით არის პოპულარული.
ფესტივალის ორგანიზატორებმა 25 წლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ეს ღონისძიება შეუცვლელ კულტურულ მოვლენად აქციეს, სადაც სხვადასხვა სახის კონცერტები იმართება, მონაწილეობას იღებს მრავალი ქვეყნის ხელოვანი ხალხი : მსახიობები, მოცეკვავეები, მომღერლები, მუსიკოსები და სხვა.
ორგანიზატორების განცხადებით: ,, ეს ფესტივალი ხელოვან ადამიანებს საჯაროდ საკუთარი სიტყვის თქმის საშუალებას აძლევს, აქ ხდება სრული ხელოვნების ზეიმი ”.
ახლა ბერჟერაკში მიმდინარეობს 26-ე საზაფხული ფესტივალი, რომელიც 2007 წლიდან დაარსდა, სადაც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასული ხელოვანები იღებენ. მათ შორის მიწვეულნი ქართველებიც არიან. წელს საქართველოს სახელით პირველად გამოდიან გენიალური და ყველასთვის საყვარელი ქართველი მუსიკოსი, ჯაზ-მომღერალი ნინო ქათამაძე & ინსაითი და ახალგაზრდა მუსიკოსი და პიანისტი მიშო ყანდაშვილი, რომელიც ყველაზე უმცროსია მონაწილეთა შორის.

ნინო ქათამაძის კონცერტი 3 აგვისტოს მონპაიზერში 9:30 წუთზე გაიმართა.

10589265_713502332020362_813000307_o
მიშო ყანდაშვილის სოლო კონცერტი კი 10 აგვისტოს გაიმართება.

ავტორი: ნინი მაჭავარიანი

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი