მთავარი უცხოეთის ამბები კონფლიქტები უკრაინა ადგილობრივების თვალით

უკრაინა ადგილობრივების თვალით

უკრაინაში დესტაბილიზაცია დაიწყო 2013წლის ნოემბერს და დღემდე გრძელდება. კიევში ასე თუ ისე სიწყნარეა თუმცა დანარჩენ უკრაინაში კვლავ დაძაბული სიტუაციაა. ლუგანსკში და დონეცკში ისმის სროლები, აფეთქებები. კლავენ მოსახლეობას. ხალხი პანიკაშია და არ იციან რა ქნან. ზოგი ოჯახთან ერთად რუსეთის ტერიტორიაზე გადადის, სადაც მოკლე დროში რუსულ პასპორტს იღებს. ამ ქალაქებში ძალიან სერიოზული ტექნიკაა მობილიზებული. თითქმის ყოველდღე ვრცელდება საზარელი კადრები. მიუხედავად ამისა ცენტრალურ უკრაინაში შედარებით სიწყნარეა. სიტუაციას გასარკვევად , ჩვენ კიევის მაცხოვრებელს დავუსვით რამდენიმე შეკითხვა.

გამარჯობა. მადლობა, რომ დათანხმდით ინტერვიუზე. როგორი სიტუაცია უკრაინაში?

-გამარჯობა. მადლობა, რომ ამ თემით დაინტერესდით. დონეცკში როგორც ყოველთვის ომია და ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში სიწყნარეა. ხალხი ცხოვრობს ჩვეული რიტმით. დოლარი გაიზარდა და ამიტომ სამუშაოს ძებნა გართულდა, თუმცა ისე, როგორც საქართველოში არა.

თქვენ გინდათ თქვათ, რომ ცენტრალურ უკრაინაში შეიძლება მშვიდად ცხოვრება?

-სიწყნარეში მე ვიგულისხმე ის, რომ სროლები კიევში არაა,თუმცა არის ტერაქტები. ლვოვში მერის სახლს რამდენჯერმე ყუმბარიდან ესროლეს. კრემენჩუგში მერი მოკლეს. ყოველდღე გვესმის კიევში დანაღმულ შენობებზე. ეს უფრო დიდ სავაჭრო ცენტრებს ეხება. თუმცა დღემდე არცერთი არ იყო სიმართლე. ასევე ჯარში მიჰყავთ გაუწვრთნელი მამაკაცები, სადაც ინვალიდები ხდებიან ან უბრალოდ კლავენ. მართლაც უკრაინაში არაა სიწყნარე, მაგრამ კიევში ხალხი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს. მე ვგულისხმობ დადიან დასასვენებლად და მურაბებს აკეთებენ ზამთრისთვის. (კომენტარის ავტორმა არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა)

აქედან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ კიევში მოსახლეობა არ ჩამორჩება ცხოვრების რიტმს და არ უშინდება იმ საშიშს მოვლენებს რაც ხდება უკრაინაში მიუხედავად ამდენი სროლისა, ცრუ განგაშისა და სხვა შემზარავი ამბის გაგებით.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი