მთავარი უცხოეთის ამბები კონფლიქტები უკრაინაში ლტოლვილების კოლონა ჩაცხრილეს

უკრაინაში ლტოლვილების კოლონა ჩაცხრილეს

უკრაინაში კერძოდ ლუგანსკში ჩაცხრილეს ლტოლვილების კოლონა. ამის შესახებ განაცხადა უკრაინაში სამხედრო ძალების წარმომადგენელმა ლეონიდ მაწუხინმა. მისი თქმით დაღუპულია თითქმის ყველა ვინც კოლონაში იყო. დაღუპულთა რაოდენობა დგინდება. ადრე ინტერნეტ-გამოცემამ ”უკრაინსკაია პრავდამ” ”ჩრდილოს” პრესცენტრის დაყრდნობით განაცხადა,რომ უკრაინის არმიის ხემძღვანელის ანატოლი პროშინას თქმით დაახლოებით 09:40 (ჩვენი დროით 10:40) ჩაცხრილური იყო ლტოლვილების კოლონა,რომელიც მოდიოდა ხრაშევატოედან და ნოვოსელოვოდან. ”ძალიან ბევრი დაღუპულია. ზოგი მანქანებში დაიწვა” -განაცხადა პროშინმა.
თავდაცვის და უშიშროების წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ ბრიფინგზე განაცხადა,რომ ლტოლვილები ჩაცხრილეს უკრაინის ხელისუფლების ოპონენტებმა ”გრადის” სარაკეტო დანადგარიდან და ასევე ნაღმტყორცნებიდან. მისი თქმით დაღულულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. მან ასევე განაცხადა,რომ კოლონა აქტიურ საომარ მოქმედებების ზონაში მოხვდა სადაო ტერიტორიაზე. ”ჩვენმა ძალებმა გაანთავისუფლეს ქალაქი ხრაშევატოე,მაგრამ ბოევიკები კონტრაქტის მიღებას განაგრძობენ”-განაცხადა ლისენკომ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი