მთავარი შოუბისზნესი რობინ უილიამსის ტრაგიკულ გარდაცვალებას მისი ქალიშვილი ეხმაურება სოციალური ქსელის მეშვეობით

რობინ უილიამსის ტრაგიკულ გარდაცვალებას მისი ქალიშვილი ეხმაურება სოციალური ქსელის მეშვეობით

5 7183

რობინ უილიამსის ქალიშვილი, ზელდა უილიამსი,  მამის გარდაცვალებას საკმაოდ ემოციურად გამოეხმაურა Twitter-ის მეშვეობით. ზელდამ ეგზიუპერის ნაწარმოების  „პატარა პრინცი“-ს ნაწყვეტი გამოაქვეყნა თავის პროფილზე :

„ შენი იქნება ვარსკვლავი, რომლის მსგავსი არავის ჰყავს, ამ ვარსკვლავზე მე ვიცხოვრებ . ყოველთვის, როცა ცას შეხედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ. მხოლოდ შენი იქნება ისეთი ვარსკვლავი, რომელსაც შეუძლია ღიმილი…“

გარდაცვლილი მსახიობის ქალიშვილმა,  მხატვრული ნაწარმოების ნაწყვეტს ბოლოში საკუთარი სიტყვებიც დაურთო :

„ მიყვარხარ და მენატრები! არასოდეს შევწყვეტ მაღლა, ზეცაში ყურებას!“

ჰგკაგდჯგად

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზელდას დაბადების დღეზე, რობინ უილიამსმა თავის ოფიციალურ ინსტაგრამზე ქალიშვილთან ერთად გადაღებული ძველი ფოტო გამოქვეყნა წარწერით:

„ ვულოცავ დაბადების დღეს ზელდას! მას 25 წელი შეუსრულდა, ეს საუკუნის მეოთხედია, თუმცა ის მუდამ ჩემს პატარა გოგონად დარჩება. ზელდა, გილოცავ დაბადების დღეს! მიყვარხარ! „

ჰბჯგდჯგდ

რობინ უილიამსის მოულოდნელ და ტრაგიკულ გარდაცვალებას, მისი ყოფილი მეუღლეც გამოეხმაურა :

„  დღეს მსოფლიომ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი და ადამიანი , მე კი  საუკეთესო მეგობარი და მეუღლე დავკარგე. როგორც მისი ოჯახის წევრი, ყველას ვთხოვ პატივი სცეს ჩვენს პირად ტრაგედიას ამ დროის განმავლობაში.  დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიოს რობინ უილიამსი არ დაამახსოვრდება ამ ტრაგიკული სიკვდილით, არამედ იმ საქმით რასაც ის აკეთებდა, იმ მხიარულებითა და ღიმილით , რაც მან მსოფლიოს აჩუქა.“

5 კომენტარები

დატოვეთ კომენტარი