მთავარი უბედური შემთხვევა ჟურნალისტი ეკა კუპატაძე ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

ჟურნალისტი ეკა კუპატაძე ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა

19 აგვისტოს წნორი ლაგოდეხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჟურნალისტი ეკა კუპატაძე დაიღუპა. იგი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ეკა კუპატაძის ჟურნალისტური კარიერა 1999წელს რადიო “ჰერეთში” დაიწყო .სხვადასხვა წლებში ეკა კუპატაძე მუშაობდა, ასევე ლაგოდეხის ტელევიზიაში. ბოლოს იგი ტელეკომპანია ”მეცხრე არხში” მუშაობდა.

საქართველოს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაცია და მულტიმედია საინფორმაციო სააგენტო,,შენი მედია გუნდი’’ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჟურნალისტ ეკა კუპატაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, კოლეგებს.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი