მთავარი უცხოეთის ამბები მინსკში უკრაინის კრიზისის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მინსკში უკრაინის კრიზისის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მინსკში გაიმართა შეხვედრა რუსეთის,უკრაინის ყაზახეთის,ბელორუსიის და ევროსაკავშირის ლიდერებს შორის. შეხვედრის დროს ლიდერებმა ისაუბრეს უკრაინის და ევროკავშირის ასოცირების ხერშეკრულებაზე და უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებაზე. შეხვედირს დაწყებამდე პოროშენკომ პუტინს ხელი ჩამოართვა. შეხვედრის გახსნის დროს ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა,რომ სიტუაცია უკრაინაში ევროპის გეოგრაფიულ ზონებს გასცდა. ასევე პერტ პოროშენკომ განაცხადა,რომ კრიზისიდან გამოსვლის პოვნაში იგი მზად არის ამ საკითხზე განიხილოს ნებისმიერი ვარიანტი. პუტინის თქმით კრიზისის დაძლევა უკრაინაში ძალის გამოყენებით შეუძლებელია. ”რუსეთი პატივს სცემს ნებისმიერი ერის პოლიტიკურ გზას და ნებისმიერი ეკონომიკური თუ სამხედრო კავშირებს. ვიმედოვნებთ,რომ ეს არ მოხდება სხვა საერთაშორისო წევრების საზიანოდ და არც ჩვენს ხარჯზე”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ასევე ამ შეხვედრაზე განიხილებოდა უკრაინის გადასვლა ევროკავშირის სტანდარტებზე. პუტინის თქმით ეს შეიძლება უკრაინას მილიონი ევრო დაუჯდეს ხოლო რუსეთისვის 100 მილიონი რუბლის ზარალი იქნება.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი