მთავარი სპეც რუბრიკა ერაყი “ისლამური სახელმწიფოს” სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

“ისლამური სახელმწიფოს” სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

ისლამური სახელმწიფოს სამხედროებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ამერიკელ ჟურნალისტს ჯეიმს ფოლს თავს ჰკვეთენ.

ჯეიმს ფოლი ორი წლის წინ სირიაში დაიკარგა და მას შემდეგ იძებნებოდა.

ადამიანი, რომელიც სიკვდილით სჯის ჟურნალიტს, სავარაუდოდ, ბრიტანული აქცენტით საუბრობს.

გავრცელებულ ვიდეოში სამხედრო პირი აცხადებს, რომ ისინი ამით  შურს იძიებენ აშშ საჰაერო იერიშების შედეგად განხორციელებულ დაბომბვებზე, რომელიც მიტანილ იქნა ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” დაჯგუფების წევრებზე.

ვიდეოში, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” სამხედროებმა გაავრცელეს, ასევე ნაჩვენებია კიდევ ერთი  მძევალიც, რომელიც გახლავთ ამერიკელი რეპორტიორი სტივენ სოტლოფი.

ავტორი: ნიკა ფაჩულია

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი