მთავარი საერთო Bebe – ზაფხულის სეზონს, ულამაზესი მოდელის ფოტოსესიით ხსნის

Bebe – ზაფხულის სეზონს, ულამაზესი მოდელის ფოტოსესიით ხსნის

0 3673

2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კამპანიას, Bebe – ულამაზესი მოდელის ფოტოსესიით ხსნის. ფოტოგრაფ დევიდ როუმერს, მოდელ ნინა აგდალთან მუშაობა ნამდვილად არ გასჭირვებია, შესაბამისად ფოტოსესიამაც წარმატებით ჩაიარა. Bebe-მ კლასიკური, სექსუალური და ორიგინალური სტილი ერთმანეთს შეუხამა და გადაწყვიტა გლობალურად გაეერთიანებინა დახვეწილი გემოვნების ქალბატონები.

nina-agdal-bebe-summer-2014-photos17

nina-agdal-bebe-summer-2014-photos4

მოდა წარმოადგენს დროის განსაზღვრულ პერიოდში დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მათი ხმარებისა და ასევე მათი შექმნისა. ასეთი ტენდენცია როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ის დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი პროცესების შედეგად ახალი მიმდინარეობითა და ტენდენციებით ნაცვლდება. Bebe-ს პირველი მაღაზია, სან-ფრანცისკოში, 1976 წელს გაიხსნა. დღეს კი  ერთ-ერთი წამყვანი მოდის სახლია მსოფლიოში , რომელიც თავის მხრივ, მოდას კარნახობს უნიკალურ ტენდენციებს. Bebe, მსოფლიო ბაზარზე, 200-მდე საცალო მაღაზიასა და 100-ზე მეტ საერთაშორისო ლიცენზიას ფლობს.

nina-agdal-bebe-summer-2014-photos82014 წლის გაზაფხული-ზაფხულის  კოლექციაში დომინანტური ფერებია: თეთრი, შავი, წითელი და ლურჯი. მსოფლიო ,,fashion“ასპარეზზე, Bebe ითვლება, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე ბრენდად, რომელიც ცდილობს, თავისი მომხმარებელი, უზრუნველყოს ყველაზე მაღალი დონის მომსახურებით.

nina-agdal-bebe-summer-2014-photos11

nina-agdal-bebe-summer-2014-photos13

nina-agdal-bebe-summer-2014-photos10

ვინც თვითმფრინავით ან ვერტმფრენით, აპირებთ  მგზავრობას,  Bebe  გირჩევთ, თეთრი ან შავი ფერის სამოსი შეარჩიოთ. თუ ფსიქოლოგირ კონტექსტში განვიხილავთ ამ ფერებს, ვიზუალური სილამაზის მიუხედავად სხვა ფსიქოლოგიურ დეტალებსაც შეგვიძლია მივაქციოთ ყურადღება.

თეთრი და შავი ე.წ. არაემოციური ფერებია; ისინი არ მიუთითებენ რაიმეს მიმართ დამოკიდებულებაზე, განწყობაზე. თეთრი და შავი ფერები მხოლოდ ადამიანის ფსიქოენერგეტიკულ მდგომარეობას განსაზღვრავენ. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ. ასეთ შემთხვევაში, თეთრი გაქცევას, გაფანტვას შეესაბამება; შავი – აგრესიულ სიჯიუტეს, ემოციურ გაყინვას, შოკურ გაშეშებას.

10545008_891691744193254_899324308_n

ამ ფაქტორებსაც თუ გაითვალისწინებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ის ფერი, რომელიც თქვენი განწყობის შესაბამისი იქნება.თეთრი ფერის ტანსაცმლის მიმართ ადამიანის სიყვარული მრავლისმეტყველია და სამწუხაროდ, საკმაოდ არასასიამოვნო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ჩასაცმელში თეთრი ფერის მოჭარბება მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი ენერგიის ნაკლებობას გრძნობს; აქვს უარყოფითი განწყობა საკუთარი სხეულის ან ინსტინქტების გამოვლინებების მიმართ. ხშირად, თეთრი ფერის სიყვარული მოწყენილობაზე და იზოლაციის სურვილზეც მიუთითებს.

10524483_891691754193253_1062634853_n

ფერთა პალიტრაში კი შავი ერთ-ერთი ყველაზე უფრო წინააღმდეგობრივი, თითქმის პარადოქსული ფერია. ის, უპირველეს ყოვლისა, რაღაც მტრულთან და  საშიშთან ასოცირდება. ესეც არის იმის მიზეზი, რომ შავი გლოვის აღმნიშვნელი ერთ-ერთი ფერთაგანია.
შავი ასოცირდება უარყოფასთან, ილუზიების ნგრევასთან და საკუთარი პოზიციების აგრესიულად დაცვასთან. სწორედ ამიტომ, ადამიანზე შავი ფერის ზემოქმედება შეიძლება სახიფათოც იყოს – მან შეიძლება ემოციურად „გაყინოს“ ადამიანი. ამიტომ, შავი ფერის ტანსაცმლის დიდ ხანს ტარება არ შეიძლება – ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის.

10568696_891691714193257_693189181_n

nina-agdal-bebe-summer-2014-photos22

გემოვნებაზე არ კამათობენო ნათქვამია. მართლაც, რატომ ვიდაოთ იმაზე, რაზეც ყველას საკუთარი აზრი გააჩნია. თითოეული ჩვენგანისთვის ისაა გემოვნებიანი, რაც მოგვწონს.. თავად ტერმინი ‘გემოვნებიანიც’ ზედმეტად აბსტრაქტულია.. არავინ ადგენს იმას, თუ რა არის გემოვნებიანი და რა – უგემოვნო.  თუმცა ნამდვილად შევეცადე,  მაღალი ხარისხის ბრენდის, ახალი   კოლექცია წარმომედგინა თქვენთვის.

 

ავტორი: მარიამ ქობულია

 

 

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი