მთავარი ტექნოლოგიები შლემი THERADOME- რომელიც თმის ცვენას სახლის პირობებში კურნავს

შლემი THERADOME- რომელიც თმის ცვენას სახლის პირობებში კურნავს

მსოფილიოს მაშტაბით დაახლოებით 1,5 მილიარდი ადამიანი განიცდის  თმის ცვენის პრობლემას. კალიფორნიულმა კომპანიამ ამ პრობლემას გადაწყვეტა მოუძებნა. მათ გამოიგონეს შლემი, რომელიც თმის ზრდის სტიმულირებას ახდენს  ცივი ლაზერის საშუალებით.

მწარმოებლების აზრით, შლემი THERADOME ერთადერთი მოწყობილობაა, რომლის გამოყენება თმის ცვენის სამკურნალოდ სახლის პირობებშია შესაძლებელი. თუმცა დაკარგული თმის დასაბრუნებლად პაციენტს 795 დოლარის გადახდა მოუწევს.

“შლემს არამარტო დაკარგული თმის დაბრუნება, არამედ დარჩენილი თმის ფოლეკულების ზომის ორჯერ გადიდება და გამელოტების შეფერხება შეუძლია” -იტყობინება The Daily Mail.

„დაკარგული თმის აღდგენა უკვე კომფორტული და ხელმისაწვდომი გზითაა შესაძლებელი“ – იტყობინებიან კომპანიის საიტზე.

ამ დრომდე  ცივი ლაზერული თერაპია მხოლოდ სპეციალურ კლინიკებში გამოიყენებოდა. THERADOME  საშუალებას გვაძლევს შევიგრძნოთ ამ ტექნიკის უპირატესობები სახლის პირობებში. მაღალეფექტური ცივი ლაზერები,  თავის კანზე   სინათლის მაქსიმალური რაოდენობით დანათებისას პრაქტიკულად სითბოს არ გამოყოფენ.THERADOME-ი იყენებს 80 ლაზერს თავის ზედაპირის მოცულობის 720 მ-დან  582 მ2 – ის ასათვისებლად. ერთი სეანსი გრძელდება 20 წუთი. კვირაში ორი სეანსია საჭირო. კურსი გათვლილია  50 კვირაზე.

პირველი 18-24 კვირის განმავლობაში THERADOME-ი აჩერებს თმის ცვენას. 28 კვირის შემდეგ ხდება თმის ზრდის პროცესის აღდგენა თავის კანისთვის და თმის ფოლეკულებისთვის  სისხლის მიწოდების  გაზრდის ხარჯზე. ასევე ხდება უჯრედების მეტაბოლიზმის მიკროსტიმულაცია და გაუმჯობესება. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ  შლემის რეგულარული გამოყენება 50 კვირის განმავლობაში გაზრდის თმას და გაახშირებს მის მოცულობას.

შლემის გამომგონებელია ტამიმ ხამიდი, NASA-ს ყოფილი მკვლევარი და ახლა უკვე THERADOME-ის დამაარსებელი და  მმართველი.  მას  მსგავსი პროდუქტის შექმნის იდეა 32 წლის ასაკში დაებადა, როდესაც თავად დაეწყო  თმის ცვენა.

 

ავტორი: სოფია კახნიაშვილი

1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი