მთავარი გურმანი ქართული სამზარეულო

ქართული სამზარეულო

0 8821

 ქართული სამზარეულო,  კულინარიის სტილი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. საგრძნობი განსხვავებაა ქვეყნის რეგიონულ სამზარეულოებს შორის.

უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ

აღმოსავლეთ საქართველოში, ხორცის, ღვინის, პურეულისა და ცხოველური ცხიმების სიჭარბე შეინიშნება, დასავლეთ საქართველოს  სამზარეულო კი ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული საწებლების, მხალეულის და რძის პროდუქტების კერძებით გამოირჩევა.

 

ლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ

ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც

test

საქართველო ღვინის სამშობლოა, აქ  ვაზი თითქმის ყველგან ხარობს, ქართულ ღვინოს  ქვევრში აყენებენ.

ტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ

სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახურ დელიკატესად ითვლება  აპოხტი- დამარილებული და გამომშრალი ხორცი. ტრადიციული კერძია  თათარბერაკი- წვრილად დაჭრილი ცომის მოხახრშული ნაჭრები, რომელსაც ერბოში მოშუშულ ხახვთან ერთად მიირთმევენ.

გგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგგ

ქართლი

ქართლში, განვითარებულია მეხილეობა, დიდი წილი მოდის ვაშლსა და ატამზე. განვითარებულია მევენახეობა. თუმცა ქართლის სამზარეულო მაინც განთქმულია წვნიანებით. აქაურ ტრადიციულ შეჭამადებს მიეკუთვნება შინდის, დოსა და ღოლოს შეჭამანდი, პურის ხარჩო. აქ ისევე როგორც კახეთში გამოიყენება ნაირგვარი მწვანილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით პოპულარულია: ლობიო, კარტოფილი, ხახვი, კომბოსტო, კიტრი, პამიდორი, ბოლოკი, ნიორი, წიწმატი, ქინძი, ოხრახუში და ნიახური. ქართლი განთქმულია აგრეთვე შესანიშნავი მწნილეულობით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯონჯოლის მწნილი.

სსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

ვვვვვვვვვვვვვვვვ

მთიულეთი,თუშეთი, ფშავი, ხევსურეთი

საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთში კერძოდ თუშეთში პოპულარული და ტრადიციული კერძებია:ხინკალი ,გოდილა (წყალში მოხარშული ცომი),ყაღი (გამოყვანილი ხორცი), ყაურმა, კონტორი (ხაჭოს გულსართიანი ხაჭაპური). თუშური სამზარეულოს სიამაყეა გუდის ყველი .ფშავ-ხევსურეთში ხინკალი შეიძლება დამზადდეს როგორც ხორცით, აგრეთვე ხაჭოთი და კარტოფილითაც.

ნნნნნნნნნნნნნნნნნნნ

სვანეთი

სვანურ სამზარეულოში მეგრულის მსგავსად ტრადიციულია სულუგუნი. ტრადიციულია აგრეთვე ჭვიშტარი, რომელიც სიმინდის ფქვილისა და სულგუნის ნაზავისაგან მომზადებული კვერია და კუბდარი – პურის ცომში ჩაშუშული, წვრილად დაკეპილი ხორცი. აქ მზადდება თაშმიჯაბი რომელიც ყველით გადაზელილი კარტოფილის პიურეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია სვანეთის სიამაყე სვანური მარილი- სუფრის მარილით, წიწაკითა და სხვადასხვა სურნელოვანი მცენარით შეზავებული სანელებელი, რომელიც კერძებს განუმეორებელ გემოს მატებს.

ჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯჯ

აფხაზეთი

მეგრულის მსგავსად აფხაზური სამზარეულოც მდიდარია ნაირგვარი საწებლით, ნიგვზითა და წიწაკით შეზავებული კერძებით. აფხაზეთში ყოველდღიური საჭმელია  აბისტა- სიმინდის ფქვილის ფაფა, რომელსაც ლობიოსთან, ყველთან და ხორცთან ერთად მიირთმევენ. აფხაზური ტრადიციული კერძებია: აშვჩაპანი(გადაზელილი ყველი), არიცვმგელი(ნიგვზიანი მჭადი), აყრდცა(ლობიოს შეჭამანდი) და სხვა.

მმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

გურია

გურულ სამზარეულოში იმერულის მსგავსად, აქტუალურია ფრინველის ხორცის კერძები და სხვადასხვა მცენარეულობისაგან მომზადებული მხალეულობა, აგრეთვე სიმინდის ფქვილი და ტრადიციული მჭადი.

რრრრრრრრრრრრრრრრრრრ

იმერეთი

იმერული სამზარეულოს მშვენებაა ჭყინტი ყველი და ხაჭაპური. მჭადს და ხაჭაპურს აქ როგორც წესი კეცზე აცხობენ. იკვებებიან მხალეულითა და ფრინველის ხორცით.

ქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქქ

სამეგრელო

მეგრული სამზარეულოს მშვენებაა -სულუგუნი , რომელიც სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად გამოიყენება. სამეგრელო გამორჩეულია ისეთი უმშვენიერესი კერძებით, როგორიცაა:ღომი (სიმინდის ღერღილის სქელი ფაფა), ელარჯი(ღომში ჩაზელილი სულგუნი),გებჟალია (პიტნით შეზავებული ყველის რულეტი.

ფფფფფფფფფფფფფფფ

ქართული სამზარეულო მდიდარი და მრავალფეროვანია, რაც მთავარია დიდ კონკურენციას უწევს მსოფლიო სამზარეულოს კერძებს.

ავტორი: რევაზ ცანავა

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი