მთავარი სპეც რუბრიკა ერაყი სისხლიანი კვირა დღე ღაზას სექტორში

სისხლიანი კვირა დღე ღაზას სექტორში

ისრაელის მხრიდან კონფლიქტის დაწყების შემდეგ, კვირას, 19 ივლისს, დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა. კვირა დღის მონაცემებით 87 ადამიანია მკვდარი, აქედან 67 კი ერთ ტერიტორიაზე.

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თქმით, ის, რაც ღაზას სექტორის დასავლეთ უბანში მოხდა, არის “ხოცვა”. თვითმხილველების ცნობით ქუჩები გვამებით არის სავსე.

ამ ტერიტორიაზე “ჰუმანიტარული ზავი” იყო გამოცხადებული, რომელმაც მხოლოდ ერთ საათს გასტანა.

ისრაელი სამხედროების თქმით, ერთ ღამეში, მათი 13 ჯარისკაცი დაიღუპა.

ისრაელის სამხედრო სპიკერის განცხადებით, საომარი მოქმედებები, იქაური დროით 13:30-15:30-მდე, შეჩერებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, BBC-ის გადამღები ჯგუფის გადმოცემით, ზავის დაწყებიდან 1 საათზე ნაკლებ დროში, ცეცხლი კვლავ გაიხსნა. “ჰუმანიტარული ზავის” დარღვევას ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.

გაზა

გაზა3

კვირას გამთენიისას, საჰაერო დაბომბვამ 4 ადამიანი, აქედან 2 ბავშვი იმსხვერპლა.

1 კომენტარი

  1. https://scontent-a-lhr.xx.fbcdn.net/hphotos-xpa1/v/t1.0-9/934770_337013369785371_1963441136735701306_n.jpg?oh=d2358da47b8389849404f401989e5d53&oe=5433AA45 ყოველდღე ესვრიან ისრაელის ქალაქებს მაგრამ…მაგრამ მართლაც ამ რეალური მიზეზის გამო რაც ფოტოზეა ისრაელის მსხვერპლი გაცილებით ნაკლებია.რამდენიმე დღის წინ დაბომბვის დროს ღაზაში მეჩეთი აფეთქეს რომელიც იარაღით იყო სავსე ,, 10 მეტრში კი საცხოვრებელი სახლები იყო ..ასეთ რაღაცას ისრაელი არასოდეს გააკეთებს ..კიდევ საკითხავია ვინ ვის მოსახლეობას ხოცავს :))

დატოვეთ კომენტარი