მთავარი საერთო საარჩევნო კურიოზი

საარჩევნო კურიოზი

0 986

საზოგადოებრივი დამცველის ინფორმაციით, დამკვირვებლებმა დაწერეს 4 საჩივარი და  ჩანაწერთა წიგნაკში, 2 შენიშვნა შეიტანეს.

კურიოზი მოხდა ისნის მე-5 ოლქის მე-40 საარჩევნო უბანზე. კონვერტში, ბიულეტინთან ერთდ ამომრჩეველმა პირადობის მოწმობაც ჩადო და ყუთში ჩააგდო.

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს გადასატანი ყუთის მეშვეობით. მაგალითად: 15 ივნისს, მე-10 საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთის მეშვეობით 2 ამომრჩეველმა მისცა ხმა, დღეს კი 22-მა. მე-12 საარჩევნო უბანზე, პირველ ტურში 10-მა მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ხოლო დღეს 36-მა. მე-100 უბანზე 15 ივნისს 14-მა, 12 ივლისს 22-მა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს.

გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, მე-3 უბნის რეგისტრატორი, სამაგიდო წიგნიდან ამომრჩეველთა გვარებს იწერდა. (სავარაუდოდ იმ ამომრჩევლთა სიას, რომლებიც იმ დროისთვის საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად არ მივიდნენ). პროცედურულ დარღვევასათან დაკავშირებით  დაიწერა საჩივარი.

თბილისში, გლდანის მე-10 საარჩევნო ოლქის 70-ე, 72-ე, 90-ე უბნებზე სადემონსტრაციო დაფებზე არ იყო სრულყოფილად შეყვანილი მონაცემები, რაზეც ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაწერილი იქნა ორი საჩივარი. ამავე ოლქის 89-ე უბნის საარჩევნო კომისიის ორ წევრს დატოვებული ჰქონდა საარჩევნო უბნის ტერიტორია, აღნიშნული აისახა კენჭისყრის ჩანაწერთა წიგნში.

 

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი