მთავარი სპორტი მსოფლიო ჩემპიონატი 2014წ რას ჩურჩულებდნენ მერკელი და პუტინი მსოფლიო ჩემპიონატზე?!

რას ჩურჩულებდნენ მერკელი და პუტინი მსოფლიო ჩემპიონატზე?!

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონი ცნობილია, გერმანულ მედიაში კიდევ ერთი თემა გახდა აქტუალური – რას “ჭორაობდნენ” პუტინი და მერკელი?”

ვლადიმერ პუტინი და ანგელა მერკელი, რიოში არამარტო ფეხბურთს უყურებდნენ, არამედ ერთმანეთზე თავები ჰქონდათ  მიდებული და ჩურჩულებდნენ. მათი საუბრის შესახებ სოციალურ ქსელებში არაერთი ინტერპრეტაცია გაჩნდა.

“რუსეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალური სიტუაციის გვერდის ავლისთვის გამოიყენეს. ნამდვილად ფეხბურთზე საუბრობდნენ?! – არა”. ფოტოებს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე ინტერპრეტაციას:

BsdCCNyIgAAXBAW
“თუ ამას დაეთანხმები, მაშინ გაზპრომში ერთი საოფისე კუთხე გარნტირებული გექნება”.

Bscmg6GIQAEkyIn.jpg_large

მოგვიანებით მერკელსა და პუტინს შორის ფიფას ხელმძღვანელი იოსეპ ბლატერი ჩაჯდა, რამაც ტვიტერში კორუფციული გარიგების ეჭვები გააჩინა.

BscqmcgIUAIrjDN.jpg_large

“დამშვიდდი, აბსაითია”.

BsdDljtCYAASB36

“ოთხმხრივი შეხვედრა, სადაც უნგრეთის პრეზიდენტი მოსასმენი აპარატურის თანამედროვე ტექნიკებს იყენებს, რომელიც  ფიფამ სპეციალურად მერკელის წინ განათავსა” – წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი.

BscwgXXIYAA-dnB

“პოპკორნი მომიტანე რაა” – თხოვნა შესვენების დროს.

resize

ბოსტონის გოეთე ინსტიტუტმა, ანგელა მერკელის სურათი გამოაქვეყნა, სადაც მას მრგვალი, ბურთის ფორმის ჩანთა უჭირავს.

შეგახსნებთ, რომ ეს სოციალურ ქსელებში, ფოტობის ინტერპრეტაციაა. თუ რაზე ისაუბრეს არაფორმალურად პუტინმა და მერკელმა, ამაზე ოფიციალურად კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კომენტარი არ არის

დატოვეთ კომენტარი